
ეზექიელი 25:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადამის ძევ! ყამონიანებისკენ მიაქციე პირი და უწინასწარმეტყველე,
ეზექიელი 25:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 25:2 კონტექსტში
25:1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
25:2ადამის ძევ! ყამონიანებისკენ მიაქციე პირი და უწინასწარმეტყველე,
25:3უთხარი ყამონიანელო, ისმინეთ-თქო უფლის სიტყვა, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რაკი ვაგლახს ამბობს ჩემს საწმიდარზე, რადგან შელახულია, და ისრაელის მიწაზე, რადგან გაუკაცრიელებულია, და იუდას სახლზე, რადგან ტყვეობაში წავიდა,
25:4ამიტომ, აჰა, აღმოსავლელებს მიგცემ სამკვიდროდ, დასცემენ ბანაკებს თქვენ შორის და მოაწყობენ საცხოვრებლებს თქვენ შორის; ისინი შეჭამენ თქვენს ნაყოფებს და ისინი შესვამენ თქვენს რძეს.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 25:2
- იერემია 49:1ყამონიანებზე. ასე ამბობს უფალი, ნუთუ შვილები არა ჰყავს ისრაელს? ნუთუ არა ჰყავს მემკვიდრე? აბა რატომ დაიმკვიდრა მალქომმა გადი და დასახლდა მისი ხალხი გადის ქალაქებში?
- იერემია 49:6მერე კი დავაბრუნებ ყამონიანთა ტყვეებს, ამბობს უფალი.
- ეზექიელი 6:2ადამის ძევ! პირი მიაქციე ისრაელის მთებისკენ და უწინასწარმეტყველე მათ,
- ამოსი 1:13ასე თქვა უფალმა: სამ დანაშაულს ვარტიებ ყამონელებს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ფატრავდნენ ორსულ ქალებს გალაადში, რომ გაეფართოებინათ თავიანთი საზღვრები.
- ამოსი 1:15ტყვედ ჩავარდება მათი მეფე დიდებულებთან ერთად, ამბობს უფალი.
- შესაქმე 19:38უმცროსმაც შვა ძე და უწოდა სახელად ბენ-ყამი. იგი არის ყამონიანთა მამა დღევანდლამდე.
- სოფონია 2:8მესმოდა როგორ ილანძღებოდა მოაბი და როგორ ავსიტყვაობდნენ ყამონელები, როგორ ლანძღავდნენ ჩემს ერს და დიდგულობდნენ მის საზღვრებთან.
- სოფონია 2:11საშინელი იქნება მათთვის უფალი, რადგან გააცამტვერებს ქვეყნიერების ყველა ღმერთს, და მას დაუწყებს თაყვანისცემას ყოველი კაცი თავისი ქვეყნიდან, ხალხების ყოველი კუნძული.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 25
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში