
ეზექიელი 6:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადამის ძევ! პირი მიაქციე ისრაელის მთებისკენ და უწინასწარმეტყველე მათ,
ეზექიელი 6:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 6:2 კონტექსტში
6:1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
6:2ადამის ძევ! პირი მიაქციე ისრაელის მთებისკენ და უწინასწარმეტყველე მათ,
6:3უთხარი: ისრაელის მთებო, ისმინეთ უფალი ღმერთის სიტყვა: ასე ეუბნება უფალი ღმერთი მთებსა და ბორცვებს, ხრამებს და ხეობებს: აჰა, მოვავლენ თქვენზე მახვილს და გავანადგურებ თქვენს გორაკებს;
6:4გაუდაბურდება თქვენი სამსხვერპლოები და შეიმუსრება თქვენი მზის სვეტები; დავყრი თქვენს დახოცილებს თქვენი კერპების წინ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 6:2
- ეზექიელი 19:9ცხვირში რგოლგაყრილი გალიაში შეაგდეს და ბაბილონის მეფეს მიუყვანეს; შეიყვანეს ციხე-სიმაგრეში, რომ აღარ გაგონილიყო მისი ხმა ისრაელის მთებზე.
- ეზექიელი 37:22ერთ ხალხად გავხდი მათ ქვეყანაში, ისრაელის მთებზე, ერთი მეფე იქნება ყველასათვის მეფედ; აღარ იქნებიან ორ ხალხად და აღარ იქნებიან გაყოფილნი ორ სამეფოდ ამიერიდან.
- ეზექიელი 33:28უდაბნოდ და უდაბურად ვაქცევ ქვეყანას და გაქრება მისი ამპარტავნეული სიძლიერე, გაუკაცრიელდება ისრაეილს მთები, ისე რომ არავინ იქნება გამვლელი.
- ეზექიელი 35:12მიხვდები, რომ მე, უფალს, მესმოდა შენგან ყოველი აუგი, რომელიც გითქვამს ისრაელის მთებზე: გაუდაბურდნენ, ჩვენ მოგვეცა შესაჭმელადო.
- ეზექიელი 20:46ადამის ძევ! თემანის გზისკენ მიაქციე პირი და უქადაგე სამხრეთს, ნეგების ველის ტყეს უწინასწარმეტყველე.
- ეზექიელი 34:14საუკეთესო საძოვრებზე დავმწყესავ მათ და ისრაელის მაღალ მთებზე ექნებათ სადგომი; აქ დაბინავდებიან საუკეთესო სადგომებში და ნოყიერ საძოვრებზე მოძოვენ ისრაელის მთებში.
- ეზექიელი 13:17შენ კი, ადამის ძევ, სახე მიაბრუნე შენი ერის ასულებისკენ, საკუთარი გულით რომ წინასწარმეტყველებენ, და იწინასწარმეტყველე მათზე.
- ეზექიელი 25:2ადამის ძევ! ყამონიანებისკენ მიაქციე პირი და უწინასწარმეტყველე,
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 6
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში