
ეზექიელი 26:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მახვილით ამოხოცავს შენს ასულებს ხმელეთზე, კოშკებს აღმართავს შენ წინააღმდეგ, მიწაყრილებს შემოგავლებს და ფარებს აღმართავს შენ წინააღმდეგ.
ეზექიელი 26:8 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 26:8 კონტექსტში
26:6მისი ასულნი, ხმელეთზე რომ არიან, მახვილით ამოიხოცებიან. მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
26:7რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, მივაყენებ ტვიროსს, ჩრდილოეთიდან, მეფეთ მეფეს, ცხენებით, ეტლებით, მხედრებით, ბრბოთი და უამრავი ხალხით;
26:8მახვილით ამოხოცავს შენს ასულებს ხმელეთზე, კოშკებს აღმართავს შენ წინააღმდეგ, მიწაყრილებს შემოგავლებს და ფარებს აღმართავს შენ წინააღმდეგ.
26:9ტარანებით დაუწყებს ცემას შენს კედლებს და თავისი ცულებით შემუსრავს შენს გოდლებს.
26:10მის ცხენთა სიმრავლე მტვრით დაგფარავს, მხედრების, ბორბლების და ეტლების ხმაზე შეირყევა შენი კედლები, როცა შემოვა შენს კარიბჭეებში, როგორც ზღუდეგანგრეულ ქალაქში შედიან.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 26:8
- ეზექიელი 21:22მის ხელმარჯვნივ იერუსალიმზე იყო წილი, რომ განელაგებინათ ტარანები, ხოცვა-ჟლეტისთვის გაეხსნათ პირი, აეტეხათ საომარი ყიჟინა, ტარანები კარიბჭეებისკენ მიეშვირათ, აღემართათ მიწაყრილები და აეგოთ გოდლები.
- იერემია 32:24აჰა, მიწაყრილები შემოადგა ქალაქს მის დასაპყრობად; მახვილს, შიმშილსა და შავ ჭირს მიცემული ქალაქი უვარდება ხელში ქალდეველებს, რომლებიც უტევენ მას. უკვე ახდა შენი ნათქვამი, თავადაც ხედავ.
- იერემია 52:4მისი მეფობის მეცხრე წელს, მეათე თვეს, თვის ათში, წამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მთელი თავისი ლაშქრით იერუსალიმზე და გარსშემოეწყო მას, მიწაყრილები აღმართა მის ირგვლივ.
- იერემია 6:6რადგან, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი; გაჩეხეთ ხე და დაახვავეთ იერუსალიმის ირგვლივ. უნდა დაისაჯოს ეს ქალაქი! სავსეა ძალადობით.
- მეფეთა ბ 20:15მოვიდა იოაბის ხალხი და მოიმწყვდიეს იგი აბელ-ბეთმაყაქაში. აღმართეს ქალაქის წინ მიწაყრილი და მიადგნენ კედელს. მთელი ხალხი, იოაბს რომ ახლდა, შეუდგა კედლის ნგრევას.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 26
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში