
ეზექიელი 26:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ტარანებით დაუწყებს ცემას შენს კედლებს და თავისი ცულებით შემუსრავს შენს გოდლებს.
ეზექიელი 26:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 26:9 კონტექსტში
26:7რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, მივაყენებ ტვიროსს, ჩრდილოეთიდან, მეფეთ მეფეს, ცხენებით, ეტლებით, მხედრებით, ბრბოთი და უამრავი ხალხით;
26:8მახვილით ამოხოცავს შენს ასულებს ხმელეთზე, კოშკებს აღმართავს შენ წინააღმდეგ, მიწაყრილებს შემოგავლებს და ფარებს აღმართავს შენ წინააღმდეგ.
26:9ტარანებით დაუწყებს ცემას შენს კედლებს და თავისი ცულებით შემუსრავს შენს გოდლებს.
26:10მის ცხენთა სიმრავლე მტვრით დაგფარავს, მხედრების, ბორბლების და ეტლების ხმაზე შეირყევა შენი კედლები, როცა შემოვა შენს კარიბჭეებში, როგორც ზღუდეგანგრეულ ქალაქში შედიან.
26:11თავისი ცხენების ქუსლებით გათელავს შენს ქუჩებს, შენს ხალხს მახვილით ამოხოცავს და შენი დიდების სვეტები მიწად დაემხობა.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 26:9
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 26
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში