
ეზექიელი 27:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არვადელები და შენი ლაშქარი იცავდნენ შენს კედლებს ირგვლივ, მორკინალნი შენს ციხე-კოშკებში ისხდნენ, თავიანთ დელამფარებს შენ გალავანზე ჰკიდებდნენ ირგვლივ; ისინი სრულყოფდნენ შენს მშვენებას.
ეზექიელი 27:11 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 27:11 კონტექსტში
27:9გებალის უხუცესები და მისი ბრძენი ხალხი იყვნენ შენში გარღვეულის შესაკეთებლად; ყოველნაირი ხომალდი მეზღვაურებითურთ იყო შენში საქონლის გაცვლა-გამოცვლისთვის.
27:10სპარსი, ლუდი და ფუტი იყვნენ შენს ლაშქარში - ომის კაცები; ფარსა და მუზარადს შენთან ჰკიდებდნენ; ისინი გიქმნიდნენ დიდებას.
27:11არვადელები და შენი ლაშქარი იცავდნენ შენს კედლებს ირგვლივ, მორკინალნი შენს ციხე-კოშკებში ისხდნენ, თავიანთ დელამფარებს შენ გალავანზე ჰკიდებდნენ ირგვლივ; ისინი სრულყოფდნენ შენს მშვენებას.
27:12თარშიში ვაჭრობდა შენთან, რადგან დოვლათით იყავი სავსე; ვერცხლს, რკინას, კალას და ტყვიას გაძლევდნენ სანაცვლოდ.
27:13იავანი, თუბალი და მეშექი იყვნენ შენი გამსაღებლები; ტყვეებს და სპილენძის ჭურჭელს გიხდიდნენ საქონელში.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 27:11
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 27
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში