
ეზექიელი 27:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გადმოვლენ შენი ხომალდებიდან ყველა ნიჩბოსანი, მეზღვაურები, ზღვის მესაჭეები და ხმელეთზე დადგებიან.
ეზექიელი 27:29 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 27:29 კონტექსტში
27:27შენი დოვლათი, შენი საქონელი, შენი სავაჭრებელი, შენი ზღვაოსნები და მესაჭეები, გარღვეულის შემკეთებლები და შენი საქონლის გამსაღებლები, ყველა შენი მეომარი, ვინც კი არის შენში, და მთელი კრებული, შენს შორის მყოფი, ჩაინთქმებიან შუაგულ ზღვაში შენი დაცემის დღეს.
27:28შენს მესაჭეთა ღრიალზე შეზანზარდება შემოგარენი.
27:29გადმოვლენ შენი ხომალდებიდან ყველა ნიჩბოსანი, მეზღვაურები, ზღვის მესაჭეები და ხმელეთზე დადგებიან.
27:30შორს გაისმება მათი ყვირილის ხმა შენ გამო და მწარედ აკივლდებიან; თავზე მტვერს დაიყრიან და ნაცარში გორვას დაიწყებენ.
27:31თავს გადაიპარსავენ შენ გამო, ჯვალოს შემოიბლარდნიან და სულგამწარებულნი მწარე მოთქმით დაგიტირებენ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 27:29
- ეზექიელი 26:16ჩამოვლენ თავიანთი ტახტებიდან ზღვის ხელმწიფენი, გადაიძრობენ მოსასხამებს და ნაქარგ შესამოსელს გაიხდიან, შიშით შეიმოსებიან და მიწაზე დასხდებიან; ყოველწამს შიშში იქნებიან და ძრწოლა ექნებათ შენ გამო.
- გამოცხადება 18:17რადგანაც ერთ საათში იავარ-იქნა ესოდენ დიდი სიმდიდრე. და ყოველი მესაჭე, მეხომალდე თუ მენავე შორს დადგა;
- გამოცხადება 18:24და პოვნილ იქნა შენში წინასწარმეტყველთა, წმიდათა და ამ ქვეყნად ყველა მოკლულის სისხლი.
- ეზექიელი 32:10შევაძრწუნებ შენ გამო უამრავ ხალხს და შიშის ზარი დაეცემათ მათ მეფეებს შენ გამო, როცა მოვიქნევ მათ ზემოთ ჩემს მახვილს და ყოველ წამს სიკვდილის შიში ექნებათ შენი დაცემის დღეს.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 27
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში