
ეზექიელი 27:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თავს გადაიპარსავენ შენ გამო, ჯვალოს შემოიბლარდნიან და სულგამწარებულნი მწარე მოთქმით დაგიტირებენ.
ეზექიელი 27:31 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 27:31 კონტექსტში
27:29გადმოვლენ შენი ხომალდებიდან ყველა ნიჩბოსანი, მეზღვაურები, ზღვის მესაჭეები და ხმელეთზე დადგებიან.
27:30შორს გაისმება მათი ყვირილის ხმა შენ გამო და მწარედ აკივლდებიან; თავზე მტვერს დაიყრიან და ნაცარში გორვას დაიწყებენ.
27:31თავს გადაიპარსავენ შენ გამო, ჯვალოს შემოიბლარდნიან და სულგამწარებულნი მწარე მოთქმით დაგიტირებენ.
27:32გოდებას გამართავენ შენზე დამწუხრებულნი და გიგლოვებენ: ვინ არის, ტვიროსივით რომ დადუმებელიყოს შუაგულ ზღვაში?
27:33როცა გამოდიოდა ზღვიდან შენი საქონელი, მრავალრიცხოვან ხალხს აძღობდი; შენი უხვი დოვლათით და სავაჭრებელით ქვეყნის მეფეებს ამდიდრებდი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 27:31
- ესაია 22:12იმ დღეს მოგიწოდათ მეუფემ, ცაბაოთ უფალმა, რომ გეტირათ და გეგლოვათ, თავი მოგეპარსათ და ჯვალო შემოგერტყათ წელზე.
- ეზექიელი 7:18ჯვალოს შემოისარტყლავენ და შიში მოიცავს მათ; ყოველი სახე შერცხვენილი იქნება და ყოველი თავი გაქაჩლდება.
- ესაია 16:9ამიტომ დავიტირებ იაყზერის ტირილით სიბმას ვენახს, ჩემი ცრემლებით მოგრწყავთ, ხეშბონო და ელყალე, რადგან თქვენს რთველში და მკაში ჩამწყდარია ჰედადის ძახილი.
- ესაია 15:2ავიდა ტაძრად და დიბონში, გორაკებზე სატირლად; ნებოზე და მედებაზე გოდებს მოაბი; ყველას თავი გადაპარსული აქვს, წვერები ყველას მოკვეცილი აქვს.
- ესაია 22:4ამიტომ ვთქვი: დამეხსენით, ტირილით გავმწარდები! არ მანუგეშოთ ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო.
- ამოსი 8:10დღესასწაულებს გლოვად გადაგიქცევთ და ყველა თქვენს სიმღერას გოდებად; ჯვალოს შემოგახვევთ წელზე და ყველა თავი გადაიპარსება; ავატირებ ქვეყანას, როგორც მხოლოდშობილზე ტირიან, და მწარე დღე იქნება მისი ბოლო!
- მიქა 1:16თმა გადიპარსე, გაიკრიჭე სანუკვარი შვილების გამო; თავი გაიქაჩლე არწივივით, რადგან გადაასახლებენ შენგან.
- იერემია 48:37გადაპარსული აქვს ყველას თავი, მოკვეცილი აქვს ყველას წვერი, დახოკილი აქვს ყველას ხელები და წელზე ჯვალო არტყია.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 27
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში