
ეზექიელი 27:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა გამოდიოდა ზღვიდან შენი საქონელი, მრავალრიცხოვან ხალხს აძღობდი; შენი უხვი დოვლათით და სავაჭრებელით ქვეყნის მეფეებს ამდიდრებდი.
ეზექიელი 27:33 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 27:33 კონტექსტში
27:31თავს გადაიპარსავენ შენ გამო, ჯვალოს შემოიბლარდნიან და სულგამწარებულნი მწარე მოთქმით დაგიტირებენ.
27:32გოდებას გამართავენ შენზე დამწუხრებულნი და გიგლოვებენ: ვინ არის, ტვიროსივით რომ დადუმებელიყოს შუაგულ ზღვაში?
27:33როცა გამოდიოდა ზღვიდან შენი საქონელი, მრავალრიცხოვან ხალხს აძღობდი; შენი უხვი დოვლათით და სავაჭრებელით ქვეყნის მეფეებს ამდიდრებდი.
27:34როცა ჩაილეწე ზღვაში, წყლის უფსკრულებში, შენი საქონელი და მთელი კრებული შთაინთქა შენთან ერთად.
27:35ყველა ზღვისპირელი შეძრწუნდა შენ გამო; მათი მეფეები შიშმა მოიცვა და სახე მოექცათ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 27:33
- გამოცხადება 18:19თავზე ნაცარი წაიყარეს და ტირილითა და გლოვით ამბობდნენ: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, რომლის ძვირფასეულობითაც დამდიდრდა ყველა, ვისაც ხომალდი ჰქონდა ზღვაში: რადგანაც ერთ საათში აოხრდა.
- ესაია 23:3დიდი წყლებით მისდიოდა შიხორის მარცვალი ნილოსის ნამკალი - მისი ჭირნახული, და იყო ხალხების ბაზარი.
- ესაია 23:8ვინ გადაუწყვიტა ეს ტვიროსს, გვირგვინთა მიმნიჭებელს, რომლის ვაჭრები მთავრები არიან და მისი სოვდაგრები - ქვეყნის დიდებულნი?
- ეზექიელი 27:12თარშიში ვაჭრობდა შენთან, რადგან დოვლათით იყავი სავსე; ვერცხლს, რკინას, კალას და ტყვიას გაძლევდნენ სანაცვლოდ.
- ეზექიელი 27:36ხალხებში მოარული ვაჭრები დაუსტვენენ შენ გამო, არარაობად იქცევი და აღარ იქნები უკუნისამდე.
- ეზექიელი 28:16უზომო ნავაჭრმა აგავსო ძალადობით და სცოდე; ამიტომაც მოგკვეთე ღვთიური მთიდან და გაგანადგურე, მფარველო ქერუბიმო, ცეცხლის ქვებს შორის.
- ეზექიელი 28:4შენი სიბრძნითა და გონებით მოგიხვეჭავს დოვლათი, ოქროთი და ვერცხლით აგივსია საგანძურები,
- ეზექიელი 28:5ბრძნული ვაჭრობით გაგიმრავლებია დოვლათი და გადიდგულებულხარ შენი დოვლათით,
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 27
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში