
ეზექიელი 30:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გავაუდაბურებ ფათროსს. ცეცხლს წავუკიდებ ცოყანს და მსჯავრს დავდებ ნოს.
ეზექიელი 30:14 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 30:14 კონტექსტში
30:12ამოვაშრობ მდინარეებს და ბოროტეულთა ხელში ჩავაგდებ ქვეყანას, გავაუდაბურებ ქვეყანას და მის სისავსეს უცხოთა ხელით; მე უფალმა, ვთქვი.
30:13ასე ამბობს უფალი ღმერთი: გავანადგურებ კერპებს და აღვგვი ღმერთუკეებს ნოფიდან. აღარ იქნებიან მთავარნი ეგვიპტის ქვეყნიდან და შიშისზარს დავცემ ეგვიპტის ქვეყანას.
30:14გავაუდაბურებ ფათროსს. ცეცხლს წავუკიდებ ცოყანს და მსჯავრს დავდებ ნოს.
30:15გადმოვანთხევ ჩემს რისხვას სინზე, ეგვიპტის ციხე-სიმაგრეზე, და მოვსპობ ნოს სიმრავლეს.
30:16ცეცხლს წავუკიდებ ეგვიპტეს, ჭირი დაადგება სინს, გასანგრევად გახდება ნო და ნოფს მტერი ეყოლება მარადღე.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 30:14
- იერემია 46:25ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, დავსჯი თებელ ამონს, ფარაონს, ეგვიპტეს, მის ღმერთებს, მის მეფეებს, ფარაონს და მის მოიმედეთ.
- ეზექიელი 29:14დავაბრუნებ ეგვიპტის ტყვეებს, დავაბრუნებ ფათროსის ქვეყნად, მათ სამშობლოში, და შეიქნებიან დამდაბლებულ სამეფოდ.
- ფსალმუნები 78:12მათი მამების თვალწინ მოიმოქმედა სასწაული ეგვიპტის ქვეყანაში, ცოყანის ველზე.
- ფსალმუნები 78:43როცა მოიმოქმედა ეგვიპტეში სასწაულები თავისი და საოცრებანი ცოყანის ველზე.
- ნაუმი 3:8რითი სჯობიხარ ნო-ამონს, მდინარეთა შორის რომ ცხოვრობდა და წყლები ევლებოდა გარშემო? რომლის დოვლათი ზღვა იყო და ზღვისგანვე იყო მისი კედელი?
- რიცხვთა 13:22წავიდნენ და დაზვერეს ქვეყანა ცინის უდაბნოდან რეხობამდე, ხამათის მისასვლელთან.
- ესაია 19:11შეიშალნენ ცოყანის მთავრები, გაცუდდა ფარაონის ბრძენი მრჩევლების თათბირი. როგორღა ეტყვით ფარაონს: ბრძენთა შვილი ვარ მე, აღმოსავლეთის მეფეთა შვილიო?
- ესაია 30:4რადგან მათი მთავრები ცოყანში არიან და მათმა მოციქულებმა ხანეს მიაღწიეს.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 30
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში