გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 30:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 30:15

გადმოვანთხევ ჩემს რისხვას სინზე, ეგვიპტის ციხე-სიმაგრეზე, და მოვსპობ ნოს სიმრავლეს.

ეზექიელი 30:15 · საქართველოს საპატრიარქო

ეზექიელი 30:15 კონტექსტში

30:13ასე ამბობს უფალი ღმერთი: გავანადგურებ კერპებს და აღვგვი ღმერთუკეებს ნოფიდან. აღარ იქნებიან მთავარნი ეგვიპტის ქვეყნიდან და შიშისზარს დავცემ ეგვიპტის ქვეყანას.

30:14გავაუდაბურებ ფათროსს. ცეცხლს წავუკიდებ ცოყანს და მსჯავრს დავდებ ნოს.

30:15გადმოვანთხევ ჩემს რისხვას სინზე, ეგვიპტის ციხე-სიმაგრეზე, და მოვსპობ ნოს სიმრავლეს.

30:16ცეცხლს წავუკიდებ ეგვიპტეს, ჭირი დაადგება სინს, გასანგრევად გახდება ნო და ნოფს მტერი ეყოლება მარადღე.

30:17ონის და ფი-ბესეთის ჭაბუკები მახვილით დაეცემიან და ქალწულები ტყვეობაში წავლენ.

პარალელური ადგილები: ეზექიელი 30:15

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 30

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში