
ეზექიელი 30:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეთერთმეტე წელს, პირველი თვის შვიდში, იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
ეზექიელი 30:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 30:20 კონტექსტში
30:18თეხაფნეხესში დაბნელდება დღე, როცა შევმუსრავ იქ ეგვიპტის უღელს და ბოლო მოეღება მის ამპარტავნულ ძლიერებას; ბნელი დაფარავს მას და მისი ასულები ტყვეობაში წავლენ.
30:19მსჯავრს დავდებ ეგვიპტეს და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
30:20მეთერთმეტე წელს, პირველი თვის შვიდში, იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
30:21ადამის ძევ! მკლავი გადავუმტვრიე ფარაონს, ეგვიპტის მეფეს. და, აჰა, არ შეხვეულა სამკურნალოდ, არ შეკრულა არტახებში, რომ მომაგრებულიყო მახვილის დასაჭერად.
30:22ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ფარაონზე ვარ, ეგვიპტის მეფეზე: გადავუმტვრევ მას მკლავებს - მრთელს და მოტეხილს, და ხელიდან მახვილს გავაგდებინებ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 30:20
- ეზექიელი 29:17ოცდამეშვიდე წელს, პირველი თვის პირველში, იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი.
- ეზექიელი 26:1მეთერთმეტე წელს, თვის პირველში იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
- ეზექიელი 29:1მეათე წელს, მეათე თვის თორმეტში, იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
- ეზექიელი 1:2თვის მეხუთე დღეს - ეს იყო მეხუთე წელი მეფე იოაქინის ტყვეობისა -
- ეზექიელი 31:1მეთერთმეტე წელს, მესამე თვის პირველში იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 30
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში