გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 30:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 30:19

მსჯავრს დავდებ ეგვიპტეს და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.

ეზექიელი 30:19 · საქართველოს საპატრიარქო

ეზექიელი 30:19 კონტექსტში

30:17ონის და ფი-ბესეთის ჭაბუკები მახვილით დაეცემიან და ქალწულები ტყვეობაში წავლენ.

30:18თეხაფნეხესში დაბნელდება დღე, როცა შევმუსრავ იქ ეგვიპტის უღელს და ბოლო მოეღება მის ამპარტავნულ ძლიერებას; ბნელი დაფარავს მას და მისი ასულები ტყვეობაში წავლენ.

30:19მსჯავრს დავდებ ეგვიპტეს და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.

30:20მეთერთმეტე წელს, პირველი თვის შვიდში, იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

30:21ადამის ძევ! მკლავი გადავუმტვრიე ფარაონს, ეგვიპტის მეფეს. და, აჰა, არ შეხვეულა სამკურნალოდ, არ შეკრულა არტახებში, რომ მომაგრებულიყო მახვილის დასაჭერად.

პარალელური ადგილები: ეზექიელი 30:19

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 30

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში