
ეზექიელი 30:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და ქვეყნებში მიმოვაბნევ.
ეზექიელი 30:23 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 30:23 კონტექსტში
30:21ადამის ძევ! მკლავი გადავუმტვრიე ფარაონს, ეგვიპტის მეფეს. და, აჰა, არ შეხვეულა სამკურნალოდ, არ შეკრულა არტახებში, რომ მომაგრებულიყო მახვილის დასაჭერად.
30:22ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ფარაონზე ვარ, ეგვიპტის მეფეზე: გადავუმტვრევ მას მკლავებს - მრთელს და მოტეხილს, და ხელიდან მახვილს გავაგდებინებ.
30:23გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და ქვეყნებში მიმოვაბნევ.
30:24გავუმაგრებ მკლავს ბაბილონის მეფეს და ხელში მახვილს მივცემ; მკლავს გადავუმტვრევ ფარაონს და დაჭრილივით აკვნესდება მის წინაშე.
30:25გავუმაგრებ მკლავს ბაბილონის მეფეს და ჩამოუვარდება მკლავები ფარაონს. მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა ხელში მივცემ ჩემს მახვილს ბაბილონის მეფეს და დააღირებს მას ეგვიპტის ქვეყანაზე.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 30:23
- ეზექიელი 30:17ონის და ფი-ბესეთის ჭაბუკები მახვილით დაეცემიან და ქალწულები ტყვეობაში წავლენ.
- ეზექიელი 30:18თეხაფნეხესში დაბნელდება დღე, როცა შევმუსრავ იქ ეგვიპტის უღელს და ბოლო მოეღება მის ამპარტავნულ ძლიერებას; ბნელი დაფარავს მას და მისი ასულები ტყვეობაში წავლენ.
- ეზექიელი 30:26გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და ქვეყნებში მიმოვაბნევ; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
- ეზექიელი 29:12უდაბნოდ ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას გაუდაბურებულ ქვეეანათა შორის და მის ქალაქებს შორის, და უდაბური იქნება ორმოცი წელი. გავფანტავ ეგვიპტეს ხალხებში და მიმოვაბნევ ქვეყანათა შორის.
- ეზექიელი 29:13რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ორმოცი წლის ბოლოს შევკრებ ეგვიპტეს ხალხებიდან, სადაც იქნებიან გაფანტული.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 30
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში