
ეზექიელი 30:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გავუმაგრებ მკლავს ბაბილონის მეფეს და ჩამოუვარდება მკლავები ფარაონს. მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა ხელში მივცემ ჩემს მახვილს ბაბილონის მეფეს და დააღირებს მას ეგვიპტის ქვეყანაზე.
ეზექიელი 30:25 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 30:25 კონტექსტში
30:23გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და ქვეყნებში მიმოვაბნევ.
30:24გავუმაგრებ მკლავს ბაბილონის მეფეს და ხელში მახვილს მივცემ; მკლავს გადავუმტვრევ ფარაონს და დაჭრილივით აკვნესდება მის წინაშე.
30:25გავუმაგრებ მკლავს ბაბილონის მეფეს და ჩამოუვარდება მკლავები ფარაონს. მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა ხელში მივცემ ჩემს მახვილს ბაბილონის მეფეს და დააღირებს მას ეგვიპტის ქვეყანაზე.
30:26გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და ქვეყნებში მიმოვაბნევ; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 30:25
- ეზექიელი 38:16წამოხვალ ჩემს ხალხზე, როგორც ქვეყნის დამფარავი ღრუბელი; უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ წამოგიყვან ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ მიცნონ ხალხებმა, როცა გამოვაჩენ ჩემს სიწმიდეს შენში, გოგ, მათ თვალწინ.
- ეზექიელი 29:16აღარ იქნება ის იმედად ისრაელის სახლისთვის; დანაშაულს ახსენებდა, როცა მათკენ მიიქცეოდნენ; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ღმერთი ვარ.
- ეზექიელი 39:21მოვავლენ ჩემს დიდებას ხალხებში და დაინახავს ყოველი ხალხი ჩემს მსჯავრს, რომელსაც აღვასრულებ, და ჩემს ხელს, რომელსაც დავდებ მათზე;
- ეზექიელი 39:22და ეცოდინება ისრაელის სახლს ამ დღეს და მერმისაც, რომ მე უფალი ვარ, მათი ღმერთი.
- ეზექიელი 32:15როცა უდაბნოდ ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას და გატიალდება მთელი სისავსე მისი, როცა მოვწყლავ მის ყოველმცხოვრებს, მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
- ეზექიელი 29:21იმ დღეს აღმოვუცენებ რქას ისრაელის სახლს და მოგანიჭებ შენ პირის ხსნილობას მათ შორის; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
- ეზექიელი 30:26გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და ქვეყნებში მიმოვაბნევ; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
- ფსალმუნები 9:16ცნობილია უფალი, სამართლის მოქმედი. ბოროტი გაება თავისი ხელით დაგებულ მახეში. სელა.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 30
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში