
ეზექიელი 31:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი გაიზარდა ტანით და მისწვდა მისი წკეროკინი ღრუბლებს, რაკი გადიდგულდა თავისი სიმაღლით,
ეზექიელი 31:10 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 31:10 კონტექსტში
31:8კედრები ვერ ჩრდილავდნენ მას ღვთის ბაღში; ალვისხეები ვერ ედრებოდნენ თავისი რტოებით; ნეკერჩხლები თავისი ტოტებით ვერ უტოლდებოდნენ მას; ღვთის ბაღის ვერცერთი ხე ვერ უსწორდებოდა თავისი სილამაზით.
31:9უამრავი რტოებით დავამშვენე და შურდა მისი ედემის ყოველ ხეს, რომელიც კი იყო ღვთის ბაღში.
31:10ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი გაიზარდა ტანით და მისწვდა მისი წკეროკინი ღრუბლებს, რაკი გადიდგულდა თავისი სიმაღლით,
31:11ჩავუგდებ ხალხთა მძლეველს ხელში და ის გაუსწორდება მას; მისი უკეთურების გაბო მოვიშორებ.
31:12მოკვეთავენ მას უცხონი, უსასტიკესნი ხალხთა შორის. და დააგდებენ; ყოველ მთაზე და ყოველ ხევში ჩაიყრება მისი ტოტები, ჩაილეწება მისი რტოები ქვეყნის ყველა მდინარეში; გამოვა მისი ჩრდილიდან ქვეენის ყოველი ხალხი და მიატოვებენ მას.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 31:10
- ეზექიელი 28:17გადიდგულდი შენი მშვენების გამო და წარყვენი შენი სიბრძნე სიამპარტავნით; ამიტომაც დაგამხე მიწაზე მეფეთა წინაშე და მათი საყურებელი გაგხადე.
- დანიელი 5:20მაგრამ როდესაც გადიდგულდა იგი და სული ამპარტავნობით გაისასტიკა, სამეფო ტახტიდან ჩამოგდებული და პატივაყრილი იქნა.
- ნეშტთა შორისა ბ 32:25არ მიაგო იეხიზკიაჰუმ სანაცვლო მისთვის გაწეულ სიკეთეს, რადგან გადიდგულდა. და იყო ღვთის რისხვა მასზე, იუდაზე და იერუსალიმზე.
- აბდია 1:3შენმა ზვაობრობამ შეგაცდინა, კლდის ნაპრალებში დასახლებულხარ, მაღალზეა შენი სადგომი. გულში ამბობ: ვინ ჩამომაგდებსო ძირს?
- ეზექიელი 31:14რათა არ აღზევდეს ტანით წყალთან მყოფი არცერთი ხე და არ უწვდინოს ღრუბლებს წვეროკინი, რათა არ შეჩერდეს მის წინაშე წყლის მსმელი, მისი სიმაღლით გაოცებული; რადგან ყველანი სასიკვდილოდ არიან განწირულნი ქვეშეთისთვის საფლავად ჩასულ ადამის ძეთა შორის.
- იგავესნი 16:18დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა.
- ნეშტთა შორისა ბ 25:19ამბობ, ედომი დავამარცხეო, და აჰა, გული მოგეცა საამპარტავნოდ. ახლა იჯექი შენ სახლში. რისთვის სტეხ შფოთს? შენც დაეცემი და იუდაც შენთან ერთად.
- იგავესნი 18:12შემუსვრა მოსდევს დიდგულობას და დიდებას წინ უძღვის მორჩილება.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 31
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში