გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 31:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 31:3

აჰა, აშური კედარი იყო ლიბანში, რტომშვენიერი და ჩრდილოვანი ტევრი; ზრომაღალი იყო და ღრუბლებს სწვდებოდა მისი წვეროკინი;

ეზექიელი 31:3 · საქართველოს საპატრიარქო

ეზექიელი 31:3 კონტექსტში

31:1მეთერთმეტე წელს, მესამე თვის პირველში იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

31:2ადამის ძევ! უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და მის სიმრავლეს: ვის ედრები-თქო შენი სიდიადით?

31:3აჰა, აშური კედარი იყო ლიბანში, რტომშვენიერი და ჩრდილოვანი ტევრი; ზრომაღალი იყო და ღრუბლებს სწვდებოდა მისი წვეროკინი;

31:4წყლებმა გაზარდეს ის, უფსკრულმა აღამაღლა, მისი მდინარეები გარს უვლიდნენ მის ნერგს და გზავნიდნენ თავის ნაკადებს მინდვრის ყოველი ხისკენ.

31:5ამიტომაც მინდვრის ყველა ხეზე უფრო მეტად ამაღლდა მისი ტანი; გაეზარდა რტოები და დაუგრძელდა ტოტები უხვი წყლების წყალობით, რომელთაც ააღორძინეს.

პარალელური ადგილები: ეზექიელი 31:3

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 31

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში