
ეზექიელი 17:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: დიდი არწივი, დიდფრთიანი და გრძელნაკრტენიანი, ჭრელი ბუმბულით დაფარული, მოვიდა ლიბანიდან და კენწერო მოაწყვიტა ნაძვს;
ეზექიელი 17:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 17:3 კონტექსტში
17:1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
17:2ადამის ძევ! მიეცი გამოცანა და შეუთხზე იგავი ისრაელის სახლს:
17:3უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: დიდი არწივი, დიდფრთიანი და გრძელნაკრტენიანი, ჭრელი ბუმბულით დაფარული, მოვიდა ლიბანიდან და კენწერო მოაწყვიტა ნაძვს;
17:4მოსტეხა ზემოთა ყლორტი, წაიღო ქანაანის ქვეყნად და მოვაჭრეთა ქალაქში დადო.
17:5აიღო იმ ქვეყნის თესლი და ჩათესა ნაყოფიერ ყანაში; უხვ წყლებთან დადო და დარგო ტირიფივით.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 17:3
- იერემია 48:40რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, არწივივით აფრინდება და ფრთებს გადაშლის მოაბზე.
- ოსეა 8:1პირთან მიიტანე ბუკი! რადგან არწივი ადგას უფლის სახლს, რაკი გადავიდნენ ჩემს აღთქმას და ჩემი რჯული დაარღვიეს.
- ეზექიელი 17:7იყო კიდევ ერთი დიდი არწივი, დიდფრთიანი და უხვბუმბულიანი; და, აჰა, ეს ვაზი თავისი კვალიდან, სადაც დარგული იყო, ფესვებს იწვდიდა მისკენ და უშვერდა ტოტებს დასარწყულებლად.
- დანიელი 4:22ეს შენა ხარ, მეფეო, განდიდებული და განმტკიცებული; შენი სიდიადე გაიზარდა და ზეცას მისწვდა, შენი ხელისუფლება კი დედამიწის კიდეებამდე გავრცელდა.
- ეზექიელი 17:12უთხარი ურჩ სახლს: ნუთუ ვერ ხვდები, რას მოასწავებს ესენი? უთხარი: აჰა, მოვიდა ბაბილონის მეფე იერუსალიმს, წაიყვანა მისი მეფე და მთავრები და მიიყვანა ისინი თავისთან ბაბილონში.
- ეზექიელი 17:21მახვილით დაეცემა, ვინც კი გაიქცევა მისი რაზმიდან; დარჩენილები კი ყველა ქარის მიმართ გაიფანტებიან. მაშინ მიხვდებით, რომ მე, უფალი, ვლაპარაკობდი.
- დანიელი 7:4პირველი ლომსა ჰგავდა და არწივის ფრთები ჰქონდა. ვნახე, ბოლოს როგორ დააგლიჯეს ეს ფრთები. იგი წამოყენებულ იქნა მიწიდან, კაცივით ფეხზე იქნა დაყენებული და კაცისავე გული მიეცა.
- მეორე სთვლისაება 28:49დაძრავს უფალი ხალხს შენ წინააღმდეგ შორეთიდან, ქვეყნის კიდიდან, არწივივით მოფრინდება ხალხი, რომლის ენას ვერ გაიგებ.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 17
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში