
ეზექიელი 32:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა უდაბნოდ ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას და გატიალდება მთელი სისავსე მისი, როცა მოვწყლავ მის ყოველმცხოვრებს, მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
ეზექიელი 32:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 32:15 კონტექსტში
32:13ამოვწყვეტ მთელ მის პირუტყვს დიდ წყლებთან და აღარ აამღვრევს მათ კაცის ფეხი, პირუტყვის ჩლიქები აღარ აამღვრევს მათ.
32:14მაშინ დავამდოვრებ მათ წყლებს და მათ მდინარეებს ზეთივით ვადინებ, ამბობს უფალი ღმერთი.
32:15როცა უდაბნოდ ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას და გატიალდება მთელი სისავსე მისი, როცა მოვწყლავ მის ყოველმცხოვრებს, მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
32:16საგოდებელია ეს და იგოდებენ ამ საგოდებელს; ხალხთა ასულნი იგოდებენ მას, ეგვიპტეზე და მთელ მის სიმრავლეზე იგოდებენ, ამბობს უფალი ღმერთი.
32:17მეთორმეტე წელს, იმავე თვის თხუთმეტში იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
პარალელური ადგილები: ეზექიელი 32:15
- ეზექიელი 6:7დაეცემიან თქვენ შორის დახოცილნი და მიხვდებით, რომ მე უფალი ვარ.
- გამოსვლა 7:5გაიგებს ეგვიპტე, რომ უფალი ვარ, როცა მოვუღერებ ხელს ეგვიპტეს და გამოვიყვან იქიდან ისრაელიანებს.
- გამოსვლა 14:18მიხვდება ეგვიპტე, რომ უფალი ვარ, როცა გამოვაჩენ ჩემს დიდებას ფარაონზე, მის ეტლებზე და მხედრებზე.
- გამოსვლა 14:4გულს გავუსასტიკებ ფარაონს და უკან დაგედევნებათ; გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე და მთელს მის ჯარზე და მიხვდებიან ეგვიპტელები, რომ უფალი ვარ. ასეც მოიქცნენ.
- ეზექიელი 29:19ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ვაძლევ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ეგვიპტას ქვეყანას, რომ წაიღოს მისი დოვლათი, იალაფოს და დაიტაცოს. ის იქნება მისი ლაშქრის გასამრჯელო.
- ეზექიელი 29:20მის წინააღმდეგ შრომის საზღაურად მივცემ მას ეგვიპტის ქვეყანას, რადგან ჩემთვის ირჯებოდნენ, ამბობს უფალი ღმერთი.
- ეზექიელი 30:26გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და ქვეყნებში მიმოვაბნევ; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
- ფსალმუნები 9:16ცნობილია უფალი, სამართლის მოქმედი. ბოროტი გაება თავისი ხელით დაგებულ მახეში. სელა.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 32
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში