
ეზექიელი 32:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
საგოდებელია ეს და იგოდებენ ამ საგოდებელს; ხალხთა ასულნი იგოდებენ მას, ეგვიპტეზე და მთელ მის სიმრავლეზე იგოდებენ, ამბობს უფალი ღმერთი.
ეზექიელი 32:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 32:16 კონტექსტში
32:14მაშინ დავამდოვრებ მათ წყლებს და მათ მდინარეებს ზეთივით ვადინებ, ამბობს უფალი ღმერთი.
32:15როცა უდაბნოდ ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას და გატიალდება მთელი სისავსე მისი, როცა მოვწყლავ მის ყოველმცხოვრებს, მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
32:16საგოდებელია ეს და იგოდებენ ამ საგოდებელს; ხალხთა ასულნი იგოდებენ მას, ეგვიპტეზე და მთელ მის სიმრავლეზე იგოდებენ, ამბობს უფალი ღმერთი.
32:17მეთორმეტე წელს, იმავე თვის თხუთმეტში იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
32:18ადამის ძევ! დაიტირე ეგვიპტელთა სიმრავლე, ჩაიყვანე ის და ძლიერ ხალხთა ასულნი ქვეშეთის ქვეყანაში საფლავად ჩამავლებთან ერთად!
პარალელური ადგილები: ეზექიელი 32:16
- მეფეთა ბ 1:17თან ბრძანა, ესწავლათ იუდიანებს მშვილდი. აჰა, სწერია მართალთა წიგნში:
- ეზექიელი 32:2ადამის ძევ! გამართე გოდება ფარაონზე, ეგვიპტის მეფეზე, და უთხარი: ჭაბუკ ლომს ჰგავდი ხალხთა შორის და გველეშაპივით იყავი-თქო ზღვებში! ირქინებოდი შენს მდინარეებში და ფეხებით ამღვრევდი წყლებს, თელავდი-თქო მათ მდინარეებს.
- ეზექიელი 26:17გლოვას გამართავენ შენზე და გეტყვიან: როგორ დაიღუპე, ზღვაოსნებით დასახლებულო, განთქმულო ქალაქო, ზღვაზე რომ მძლავრობდი. დაიღუპა ისიც და მისი მკვიდრნიც, შიშის ზარს რომ სცემდნენ ყველას.
- ნეშტთა შორისა ბ 35:25გამართა გოდება იერემიამ იოშიაჰუზე. ყველა მგალობელ კაცი და ქალი დღემდე მოთქვამს იოშიაჰუზე თავის საგოდებლებში. წესად დაუდგინეს ისინი ისრაელს და, აჰა, საგოდებლებშია ჩაწერილი.
- მეფეთა ბ 3:33იგლოვა მეფემ აბნერი და თქვა განა სამარცხვინო სიკვდილით უნდა მომკვდარიყო აბნერი?
- მეფეთა ბ 3:34ხელი შეკრული არა გქონია, ფეხებზე ბორკილები არა გდებია. დაეცი, როგორც ბოროტმოქმედთა ხელით ეცემიან. კიდევ უფრო ატირდა ხალხი.
- იერემია 9:17ასე ამბობს ცაბათათ უფალი: მოუხმეთ მოტირლებს, აქ მოვიდნენ. გაგზავნეთ დახელოვნებული ქალების მოსაყვანად, აქ მოვიდნენ.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 32
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში