
ეზექიელი 32:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აქ არის ედომი, მისი მეფენი და მთავარნი, რომლებიც მიეცნენ თავიანთი სიძლიერით მახვილით განგმირულებთან ერთად; წინდაუცვეთელებთან წვანან ისინი და საფლავად ჩასულებთან.
ეზექიელი 32:29 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 32:29 კონტექსტში
32:27არ უნდა იწვნენ ძლიერებთან, წინდაუცვეთელად დაცემულებთან ერთად, რომლებიც ჩასულნი არიან შავეთში თავიანთი საომარი საჭურველით, მახვილები თავქვეშ რომ აქვთ ამოდებული, მათი ცოდვები კი მათ ძვლებზევეა, რადგან ძლიერთა შიშისზარი ჰქონდა ცოცხალთა ქვეყანას?
32:28შენც წინდაუცვეთელთა შორის შეიმუსრები და მახვილით განგმირულებთან დაწვები.
32:29აქ არის ედომი, მისი მეფენი და მთავარნი, რომლებიც მიეცნენ თავიანთი სიძლიერით მახვილით განგმირულებთან ერთად; წინდაუცვეთელებთან წვანან ისინი და საფლავად ჩასულებთან.
32:30იქ არიან ჩრდილოეთის ხელმწიფენი, ყველანი და ყოველი ციდონელი, რომლებიც ჩავიდნენ განგმირულებთან ერთად მათი ძლიერების შიშისზარით სირცხვილნაჭამნი და წვანან წინდაუცვეთელნი მახვილით განგმირულებთან ერთად და წაღებული აქვთ თავიანთი სირცხვილი საფლავად ჩამავლებთან ერთად.
32:31მათ იხილავს ფარაონი და ნუგეშს იცემს მთელი თვისი სიმრავლის გამო, მახვილით განგმირულთა გამო, ფარაონი და მთელი მისი ლაშქარი, ამბობს უფალი ღმერთი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 32:29
- იერემია 49:7ედომზე. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ნუთუ აღარ არის სიბრძნე თემანში? ნუთუ გაცუდდა გონიერთა თათბირი და დაიკარგა მათი სიბრძნე!
- იერემია 49:22აჰა, აიწევა როგორც არწივი, გაფრინდება და ფრთებს გადმოშლის ბოცრაზე. ედომელ ვაჟკაცთა გული მშობიარე დიაცთა გულივით გახდება იმ დღეს.
- ესაია 63:1ეს ვინ არის, ედომიდან რიამ მოდის, ბოცრადან - მეწამულით მოსილი? ეს ვინ არის თავისი ბრწყინვალე სამოსელით, თავისი ძალის სიდიადით მომავალი? ეს მე ვარ, სიმართლის მეტყველი, ხსნის შემძლებელი!
- ესაია 63:6დავთრგუნე ხალხები მძვინვარებით და დავათვრე ჩემი რისხვით, მიწაზე დავღვარე მათი სისხლი.
- შესაქმე 25:30უთხრა ესავმა იაკობს: შემახვრეპინე წითელი, ეგ წითელი, რადგან დაღლილი ვარ. ამიტომაც ეწოდა სახელად ედომი (წითური).
- ეზექიელი 25:1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
- ეზექიელი 25:17აღვასრულებ მათზე დიდ შურისგებებს რისხვის სასჯელით და მიხვდებიან, როცა მე, უფალმა დავატეხე მათ ჩემი შურისგება.
- შესაქმე 36:1აჰა, მოდგმა ესავისა ანუ ედომის:
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 32
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში