
ეზექიელი 32:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იქ არიან ჩრდილოეთის ხელმწიფენი, ყველანი და ყოველი ციდონელი, რომლებიც ჩავიდნენ განგმირულებთან ერთად მათი ძლიერების შიშისზარით სირცხვილნაჭამნი და წვანან წინდაუცვეთელნი მახვილით განგმირულებთან ერთად და წაღებული აქვთ თავიანთი სირცხვილი საფლავად ჩამავლებთან ერთად.
ეზექიელი 32:30 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 32:30 კონტექსტში
32:28შენც წინდაუცვეთელთა შორის შეიმუსრები და მახვილით განგმირულებთან დაწვები.
32:29აქ არის ედომი, მისი მეფენი და მთავარნი, რომლებიც მიეცნენ თავიანთი სიძლიერით მახვილით განგმირულებთან ერთად; წინდაუცვეთელებთან წვანან ისინი და საფლავად ჩასულებთან.
32:30იქ არიან ჩრდილოეთის ხელმწიფენი, ყველანი და ყოველი ციდონელი, რომლებიც ჩავიდნენ განგმირულებთან ერთად მათი ძლიერების შიშისზარით სირცხვილნაჭამნი და წვანან წინდაუცვეთელნი მახვილით განგმირულებთან ერთად და წაღებული აქვთ თავიანთი სირცხვილი საფლავად ჩამავლებთან ერთად.
32:31მათ იხილავს ფარაონი და ნუგეშს იცემს მთელი თვისი სიმრავლის გამო, მახვილით განგმირულთა გამო, ფარაონი და მთელი მისი ლაშქარი, ამბობს უფალი ღმერთი.
32:32რადგან შიშისზარს დავცემ ცოცხალთა ქვეყანას და დაწვებიან წინდაუცვეთელთა შორის მახვილით განგმირულებთან ერთად ფარაონი და მთელი მისი სიმრავლე, ამბობს უფალი ღმერთი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 32:30
- ეზექიელი 38:6გომერს მთელი თავისი ურდოთი, თოგარმას სახლს ჩრდილოეთის კიდეებიდან მთელი თავისი ურდოთი, ურიცხვი ხალხითურთ შენთან ერთად.
- ეზექიელი 28:21ადამის ძევ! ციდონისკენ მიმართე პირი და უწინასწარმეტყველე,
- ეზექიელი 38:15მოხვალ შენი ადგილიდან, ჩრდილოეთის კიდეებიდან, შენ და შენი ურიცხვი ხალხი შენთან ერთად, ყველანი ცხენებზე ამხედრებულნი, დიდძალი კრებული და ურიცხვი ლაშქარი;
- ეზექიელი 39:2მოგატრიალებ, გამოგათრევ და წამოგიყვან ჩრდილოეთის კიდეებიდან და მოგიყვან ისრაელის მთებზე.
- იერემია 25:26ჩრდილოეთის ყველა მეფეს, ერთმანეთის ახლობელს და შორებელს, ყველა ქვეყნის სამეფოს, რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობს. მეფე შეშაქი მათ შემდეგ შესვამს.
- ეზექიელი 32:24იქ არის ელამი და მთელი მისი სიმრავლე, მისი საფლავების ირგვლივ; ყველანი განგმირულნი არიან, მახვილით დაცემულნი, რომლებიც წინდაუცვეთელად ჩავიდნენ ქვეშეთის ქვეყნად, შიშის ზარს რომ სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას და წაიღეს თავიანთი სირცხვილი საფლავად ჩამავლებთან ერთად.
- ეზექიელი 32:25განგმირულთა შორის მიეცა საწოლი მთელ თავის სიმრავლესთან ერთად; მის გარშემო მათი საფლავებია; ყველანი წინდაუცვეთელნი არიან, მახვილით განგმარულნი; რადგან შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას, წაიღეს თავიანთი სირცხვილი საფლავად ჩამავლებთან ერთად; განგმირულთა შორის მიეცათ სამყოფელი.
- იერემია 25:22ტვიროსის ყველა მეფეს და ციდონის ყველა მეფეს, და ზღვისგაღმელ მეფეებს,
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 32
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში