
ეზექიელი 33:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა ბოროტეული მოიქცევა თავისი ბოროტებისგან და სამართალს და სიმართლეს იქმს, ამის გამო გადარჩება.
ეზექიელი 33:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 33:19 კონტექსტში
33:17ამბობენ შენი ერის შვილები: სწორი არ არისო უფლის გზა. თავად მათი გზა არ არის სწორი.
33:18როცა მართალი მიიქცევა თავისი სიმართლისგან და ბოროტებას ჩაიდენს, ამის გამო მოკვდება.
33:19როცა ბოროტეული მოიქცევა თავისი ბოროტებისგან და სამართალს და სიმართლეს იქმს, ამის გამო გადარჩება.
33:20თქვენ ამბობთ: სწორი არ არისო უფლის გზა. თითოეულს თქვენი გზისაებრ დაგდებთ მსჯავრს, ისრაელის სახლო!
33:21მეთორმეტე წელს, ჩვენი ტყვეობისა. მეათე თვის ხუთში მოვიდა ჩემთან იერუსალიმიდან გადარჩენილი და მითხრა: დაიქცა ქალაქი!
პარალელური ადგილები: ეზექიელი 33:19
- ეზექიელი 18:27თუ ბოროტეული განუდგება თავის ბოროტებას, რაც ჩაუდენია, და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, თავად გაიცოცხლებს სულს.
- ეზექიელი 18:28თუ შეიგნებს და შეინანებს თავის ყველა შეცოდებას, რაც ჩაუდენია, ჭეშმარიტად იცოცხლებს, არ მოკვდება.
- ეზექიელი 33:14როცა ვეუბნები ბოროტეულს, მოკვდები-მეთქი, ის კი მოიქცევა თავისი ცოდვისგან და იქმს სამართალს და სიმართლეს,
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 33
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში