
ეზექიელი 33:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეთორმეტე წელს, ჩვენი ტყვეობისა. მეათე თვის ხუთში მოვიდა ჩემთან იერუსალიმიდან გადარჩენილი და მითხრა: დაიქცა ქალაქი!
ეზექიელი 33:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 33:21 კონტექსტში
33:19როცა ბოროტეული მოიქცევა თავისი ბოროტებისგან და სამართალს და სიმართლეს იქმს, ამის გამო გადარჩება.
33:20თქვენ ამბობთ: სწორი არ არისო უფლის გზა. თითოეულს თქვენი გზისაებრ დაგდებთ მსჯავრს, ისრაელის სახლო!
33:21მეთორმეტე წელს, ჩვენი ტყვეობისა. მეათე თვის ხუთში მოვიდა ჩემთან იერუსალიმიდან გადარჩენილი და მითხრა: დაიქცა ქალაქი!
33:22უფლის ხელი იყო ჩემზე საღამოხანს გადარჩენილის მოსვლამდე და გამიხსნა ბაგე, ვიდრე ის მოვიდოდა ჩემთან დილით; გაიხსნა ჩემი ბაგე და აღარ დავდუმებულვარ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 33:21
- ეზექიელი 1:2თვის მეხუთე დღეს - ეს იყო მეხუთე წელი მეფე იოაქინის ტყვეობისა -
- ეზექიელი 24:26იმ დღეს მოვა შენთან გადარჩენილი, რომ ყურში გასმინოს;
- ეზექიელი 24:27იმ დღეს გაიღება შენი ბაგე გადარჩენილის მიმართ და ალაპარაკდები; აღარ იდუმებ და ნიშანი იქნები მათთვის, და მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ.
- ეზექიელი 32:1მეთორმეტე წელს, მეთორმეტე თვის პირველში იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
- ნეშტთა შორისა ბ 36:17მოუვლინა მათ ქალდეველთა მეფე და მახვილით ამოხოცა მათი ჭაბუკები საწმიდარის სახლში, არ დაინდო არც ჭაბუკი და არც ქალწული, არც მოხუცი და არც თმაჭაღარა - ყველანი მის ხელში ჩაყარა.
- ნეშტთა შორისა ბ 36:21რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, იერემიას პირით ნათქვამი: ვიდრე ქვეყანა თავისი შაბათებით გაიხარებდესო. მთელ უკაცრიელობის ხანაში შაბათობდა, ვიდრე სამოცდაათი წელი არ შესრულდა.
- იერემია 52:4მისი მეფობის მეცხრე წელს, მეათე თვეს, თვის ათში, წამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მთელი თავისი ლაშქრით იერუსალიმზე და გარსშემოეწყო მას, მიწაყრილები აღმართა მის ირგვლივ.
- იერემია 52:14მთელი კედელი იერუსალიმისა ირგვლივ დაანგრია ქალდეველთა ლაშქარმა, რომელიც ქონადაქართუხუცესს ახლდა.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 33
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში