
ეზექიელი 33:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, სალაღობო სიმღერა ხარ მათთვის. ლამაზხმიანი და ტკბილად ნამღერი; ისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არავინაა მათი შემსრულებელი.
ეზექიელი 33:32 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 33:32 კონტექსტში
33:30შენ კი, ადამის ძევ! შენი ერის შვილები ლაპარაკობენ შენზე კედლებთან და სახლების კართან, ეუბნებიან ერთმანეთს, მიდი, მოისმინე, რა სიტყვა გამოვიდა უფლის პირიდანო.
33:31მოდიან შენთან, როგორც ხალხი მოდის; ჯდება შენ წინაშე ეს ჩემი ხალხი და ისმენს შენს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ; სალაღობოდ აქცევენ მათ თავიანთ ბაგეებში, ანგარებისკენ მიუდითი გული.
33:32აჰა, სალაღობო სიმღერა ხარ მათთვის. ლამაზხმიანი და ტკბილად ნამღერი; ისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არავინაა მათი შემსრულებელი.
33:33როცა ახდება ეს და, აჰა, ახდა კიდეც! მაშინ მიხვდებიან, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 33:32
- მარკოზის სახარება 6:20რადგანაც ჰეროდეს ეშინოდა იოანესი, ვინაიდან იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და უფრთხილდებოდა; ბევრ რამეს აკეთებდა მისი რჩევით და სიამოვნებით უსმენდა მას.
- იოანე 5:35ის იყო სანთელი, რომელიც იწვის და ანათებს, თქვენ კი ისურვეთ ერთხანს გეხარათ მისი სინათლით.
- მარკოზის სახარება 4:16ასევე, ქვიან ადგილას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას;
- მარკოზის სახარება 4:17მაგრამ ფესვი არა აქვს მათში, და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდებიან.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 33
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში