
ეზექიელი 34:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მე თავად დავმწყესავ ჩემს ცხვარს და მე თავად დავაბინავებ, ამბობს უფალი ღმერთი.
ეზექიელი 34:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 34:15 კონტექსტში
34:13გამოვიყვან ხალხებიდან და გამოვკრებ ქვეყნებიდან, მივიყვან მათ საკუთარ მიწაზე და დავმწყესავ მათ ისრაელის მთებზე, ნაკადულთა ნაპირებზე და ყველგან, ქვეყნის დასახლებულ მხარეში.
34:14საუკეთესო საძოვრებზე დავმწყესავ მათ და ისრაელის მაღალ მთებზე ექნებათ სადგომი; აქ დაბინავდებიან საუკეთესო სადგომებში და ნოყიერ საძოვრებზე მოძოვენ ისრაელის მთებში.
34:15მე თავად დავმწყესავ ჩემს ცხვარს და მე თავად დავაბინავებ, ამბობს უფალი ღმერთი.
34:16დაკარგულს მოვიძიებ, გატაცებულს დავაბრუნებ, დაჭრილს ჭრილობებს შევუხვევ, დაუძლურებულს მოვაძლიერებ, მსუქანს და ძლიერს მოვუვლი; სამართლიანად დავმწყესავ მათ.
34:17თქვენზე კი, ჩემო ცხვარო, ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვიქნები მსაჯული ცხვარსა და ცხვარს შორის, ვერძებსა და ვაცებს შორის!
პარალელური ადგილები: ეზექიელი 34:15
- ეზექიელი 34:23ერთ მწყემსს დავუყენებ და ის დამწყესავს მათ; დავითს, ჩემს მორჩილს, დავუყენებ; თავად ის დამწყესავს ძათ და ის იქნება მათი მწყემსი.
- იერემია 3:15დაგიყენებთ ჩემი გულით ამორჩეულ მწყემსს და ის დაგმწყემსავთ თქვენ გონივრულად და ბრძნულად.
- იოანე 21:15ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები.
- სოფონია 3:13აღარ ჩაიდენს უსამართლობას ისრაელის ნატამალი, აღარ იცრუებს, აღარ იქნება მათ ბაგეებში მზაკვარი ენა; მოსძოვენ და დაისვენებენ, აღარავინ ეყოლებათ შემაწუხებელი.
- ფსალმუნები 23:1საგალობელი დავითისა. უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება.
- ფსალმუნები 23:2ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე.
- ესაია 11:6დადგება მგელი ცხვართან ერთად და ვეფხვი დაბინავდება ციკანთან ერთად. ხბო, ლომი და ნასუქალი პირუტყვი ერთად იქნებიან და ჩვილი ბავშვი წაუძღვება მათ.
- ესაია 11:7ძროხა და დედადათვი ერთად მოსძოვენ და მათა შვილები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან, ლომი ძროხასავით შეჭამს ჩალას.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 34
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში