გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იერემია 3:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იერემია 3:15

დაგიყენებთ ჩემი გულით ამორჩეულ მწყემსს და ის დაგმწყემსავთ თქვენ გონივრულად და ბრძნულად.

იერემია 3:15 · საქართველოს საპატრიარქო

იერემია 3:15 კონტექსტში

3:13ოღონდ აღიარე დანაშაული, რომ შესცოდე უფალს, შენს ღმერთს, და გზებს მიიკვლევდი უცხო თესლისკენ ყოველი ხემხვივანის ქვეშ, და არ გაიგონეთ ჩემი ხმა, ამბობს უფალი.

3:14მოიქეცით, გაქცეულო შვილებო, ამბობს უფალი, რადგან მე ვარ თქვენი პატრონი. სათითაოდ გამოგიყვანთ ქალაქიდან, ორ-ორს - საგვარეულოდან, და მიგიყვანთ სიონში.

3:15დაგიყენებთ ჩემი გულით ამორჩეულ მწყემსს და ის დაგმწყემსავთ თქვენ გონივრულად და ბრძნულად.

3:16როცა გაბევრდებით და იმრავლებთ ქვეყანაზე, იმ დროს, ამბობს უფალი, აღარ იტყვიან: უფლის აღთქმის კიდობანიო. გულშიაც არ გაივლებენ, არც გაიხსენებენ, არც მოისაკლისებენ, აღარ გაკეთდება.

3:17იმხანად უფლის ტახტად იქნება წოდებული იერუსალიმი; მასთან მოიყრის თავს ყველა ხალხი იერუსალიმში უფლის სახელით და აღარ აჰყვებიან ბოროტ გულისთქმას.

პარალელური ადგილები: იერემია 3:15

განაგრძე კითხვა: იერემია 3

სრულად წაიკითხე: იერემია 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში