
ეზექიელი 34:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რაკი ფერდებით და მხრებით ეჯახებით, რქებით რქენთ დაუძლურებულთ, რომ გარეთ გაფანტოთ ისინი,
ეზექიელი 34:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 34:21 კონტექსტში
34:19თქვენი ფეხით განათელი უნდა ძოვოს ჩემმა ცხვარმა და თქვენი ფეხით ამღვრეული უნდა სვას?
34:20ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვიქნები მსაჯული მსუქან ცხვარსა და მჭლე ცხვარს შორის!
34:21რაკი ფერდებით და მხრებით ეჯახებით, რქებით რქენთ დაუძლურებულთ, რომ გარეთ გაფანტოთ ისინი,
34:22მე თავად გადავარჩენ ჩემს ცხვარს და აღარ იქნება დატაცებული. მე ვიქნები მსაჯული ცხვარსა და ცხვარს შორის.
34:23ერთ მწყემსს დავუყენებ და ის დამწყესავს მათ; დავითს, ჩემს მორჩილს, დავუყენებ; თავად ის დამწყესავს ძათ და ის იქნება მათი მწყემსი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 34:21
- ზაქარია 11:5მყიდველნი რომ ხოცავენ განუკითხავად; მათი გამყიდველნი კი ამბობენ: კურთხეულია უფალი! გავმდიდრდიო, მათი მწყემსებიც არ ინდობენ მათ.
- ზაქარია 11:16რადგან, აჰა, დავაყენებ ამ ქვეყანაში მწყემსს; მიგდებულთ არ მიხედავს, პატარებს არ მოძებნის, დასახიჩრებულს არ განკურნავს, ფეხზე მდგარს არ გამოკვვბავს; მაგრამ ნასუქალთა ხორცს შეჭამს და ჩლიქებს ააგლეჯს.
- ზაქარია 11:17ვაი, უმაქნის მწყემსს, ცხვრის მიმტოვებელს! მახვილი იქნება მის მკლავზე და მის მარჯვენა თვალზე; მთლიანად შეახმება მკლავი და დაევსება მთლიანად მარჯვენა თვალი!
- ეზექიელი 34:3ქონს ჭამთ, მატყლით იმოსებით, ნასუქალს ხოცავთ, ცხვარს კი არ მწყემსავთ!
- ეზექიელი 34:5გაიფანტნენ უმწყემსოდ დარჩენილნი, მინდვრის მხეცების კერძნი გახდნენ, გაიფანტნენ!
- ლუკას სახარება 13:14მაშინ განრისხდა სინაგოგის წინამძღვარი, ვინაიდან იესომ შაბათს განკურნა სნეული, და უთხრა ხალხს: ექვსი დღეა, როცა შეიძლება საქმის კეთება; თქვენც მაშინ მოდით განსაკურნავად, და არა შაბათს.
- ლუკას სახარება 13:16ხოლო ეს ასული აბრაამისა, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეკრული ჰყავდა სატანას, არ უნდა დაგვეხსნა ამ საკრველისაგან შაბათს?
- მეორე სთვლისაება 33:17პირველნაშობი ხარის ბრწყინვალება აქვს, მარტორქის რქას უგავს რქები, ამით ურქენს ყველა ხალხს ერთიანად ქვეყნის კიდემდე. ესენი არიან ეფრემის ბევრეულნი და მენაშეს ათასეულნი!
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 34
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში