
ეზექიელი 36:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაგიმრავლებთ ხალხს, მთელ ისრაელის სახლს, ერთობლივ, დასახლდება ქალაქები და ნაოხარები აშენდება.
ეზექიელი 36:10 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 36:10 კონტექსტში
36:8თქვენ კი, ისრაელის მთებო, გაშალეთ ტოტები და ატარეთ თქვენი ნაყოფი ჩემი ერისთვის, ისრაელისთვის, რადგან მალე მოვლენ.
36:9რადგან, აჰა, თქვენკენა ვარ, თქვენკენ შემოვბრუნდი, მოიხვნებით და დაითესებით!
36:10გაგიმრავლებთ ხალხს, მთელ ისრაელის სახლს, ერთობლივ, დასახლდება ქალაქები და ნაოხარები აშენდება.
36:11გაგიმრავლებ კაცსა და პირუტყვს, იმრავლებენ და ინაყოფიერებენ; დაგასახლებთ წინანდებურად და კეთილად მოგექცევით, როგორც თავდაპირველად გექცეოდით, და დაინახავთ, რომ უფალი ვარ.
36:12მოვიყვან თქვენთან ხალხს - ჩემს ერს, ისრაელს, რათა დაგიმკვიდროს და გახდე მისი წილხვედრი, რომ აღარასოდეს გახადო შვილმკვდარი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 36:10
- ეზექიელი 36:33ასე ამბობს უფალი ღმერთი როცა ჩამოგრეცხავთ ყოველგვარ დანაშაულს, დავასახლებ თქვენს ქალაქებს და აშენდება თქვენი ნაოხარები,
- იერემია 33:12ასე ამბობს ცაბაოთ უდგლი: ამ გაუდაბურებულ ადგილზე და მის ქალაქებში, სადაც არ ჭაჭანებს არც ვაცი, არც პირუტყვი, კვლავ გაჩნდება მწყემსთა ბინები, მათი ჯოგის სადგომები.
- იერემია 31:27აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, და დავთესავ ისრაელის სახლში და იუდას სახლში ადამის თესლს და პირუტყვის თესლს.
- იერემია 31:28როგორც ვუთვალთვალებდი მათ აღმოსაფხვრელად და გასანადგურებლად, დასამხობად და მოსასპობად, და გასაუბედურებლად, ასევე კვლავაც ვუთვალთვალებ, რომ ვაშენებდე და ვრგავდე, ამბობს უფალი.
- იერემია 30:19გამოვა მათგან სამადლობელი და ხმა სიცილისა; გავამრავლებ მათ და აღარ შემცირდებიან; განვადიდებ და არ დამცირდებიან.
- ეზექიელი 36:37ასე ამბობს უფალი ღმერთი: აი, კიდევ რა მთხოვა ისრაელის სახლმა, რომ გავუკეთო მას: ცხვრის ფარასავით გავუმრავლო მათ ადამიანი.
- ესაია 27:6დადგება ჟამი და ფესვს გაიდგამს იაკობი, გაიხარებს და ყლორტებს გამოყრის ისრაელი და მთელ ქვეყნიერებას აავსებს ნაყოფით.
- ამოსი 9:14დავაბრუნებ ტყვეობიდან ჩემს ერს, ისრაელს; ააშენებენ გაუკაცურებულ ქალაქებს და დასახლდებიან; ჩაყრიან ვენახებს და დალევენ მათ ღვინოს, გააშენებენ ბაღებს და შეჭამენ მათ ხილს.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 36
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში