
ეზექიელი 36:37 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასე ამბობს უფალი ღმერთი: აი, კიდევ რა მთხოვა ისრაელის სახლმა, რომ გავუკეთო მას: ცხვრის ფარასავით გავუმრავლო მათ ადამიანი.
ეზექიელი 36:37 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 36:37 კონტექსტში
36:35იტყვიან: ედემის ბაღად იქცაო ეს უდაბური ქვეყანა და ნაოხარი! გაუდაბურებული და დანგრეული ქალაქები შემოიზღუდება და დასახლდება.
36:36მიხვდებიან ხალხები, რომლებიც შემორჩებიან თქვენს გარშემო, რომ მე, უფალმა, ავაშენე დანგრეული და გავაშენე გაუდაბურებული, რადგან მე, უფალმა, ვთქვი და აღვასრულებ.
36:37ასე ამბობს უფალი ღმერთი: აი, კიდევ რა მთხოვა ისრაელის სახლმა, რომ გავუკეთო მას: ცხვრის ფარასავით გავუმრავლო მათ ადამიანი.
36:38ხომ ბევრია შესაწირავი ცხვარი, იერუსალიმის ცხვარი მის დღესასწაულებზე, ასევე სავსე იქნება ნაოხარი ქალაქები ადამიანთა ფარით და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 36:37
- ეზექიელი 14:3ადამის ძევ! ამ კაცებმა კერპები აღმართეს თავიანთ გულებში და თავიანთი უკეთურება დაბრკოლებად დაიდეს წინ; როგორ შემიძლია მათი კითხული ვიყო?
- ებრაელთა მიმართ 10:21და გვყავს მღვდელმთავარი ღვთის სახლში,
- ებრაელთა მიმართ 10:22მივეახლოთ მას წრფელი გულითა და რწმენის სისრულით, უკეთური სინიდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით ტანგაბანილნი,
- იოანეს ეპისტოლე ა 5:14და ისეთი კადნიერნი ვართ მის მიმართ, რომ, თუ ისე ვთხოვთ რამეს, როგორც მას ნებავს, კიდევაც გვისმენს.
- ზაქარია 10:6გავაძლიერებ იუდას სახლს და ვიხსნი იოსების სახლს; დავაბრუნებ მათ, რადგან შევიწყალე ისინი; და ისე იქნებიან, თითქოს არასოდეს მიმეტოვვბინოს, რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, და შევისმინე მათი.
- ზაქარია 10:9მე გავაბნიე ისინი ხალხებში და შორეულ ქვვყნებში გამიხსენებენ; იცხოვრებენ თავიანთ შვილებთან ერთად და დაბრუნდებიან.
- იაკობის ეპისტოლე 4:2გსურთ და არა გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ საწადელს ვერ აღწევთ; იბრძვით და ომობთ, მაგრამ ვერ იხვეჭთ, იმიტომ, რომ არ ითხოვთ.
- იაკობის ეპისტოლე 4:3ითხოვთ და ვერ იღებთ, იმიტომ, რომ ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენივე ვნებები დაიცხროთ.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 36
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში