გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

ებრაელთა მიმართ 10:22: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

10 interpreters აპლიკაციაში

ებრაელთა მიმართ 10:22

მივეახლოთ მას წრფელი გულითა და რწმენის სისრულით, უკეთური სინიდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით ტანგაბანილნი,

ებრაელთა მიმართ 10:22 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 30 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა პარასკევი (მეცხრე ჟამი).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: ებრაელთა მიმართ 10:22

10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “‘მივედით, ამბობს, გულწრფელი გულით’. ვინ მივიდეს? ვინც წმიდაა რწმენით, სულიერი მსახურებით. ‘გულწრფელი გულით, სრული რწმენით’, ვინაიდან აქ არაფერია ხილული: არც მღვდელი, არც მსხვერპლი, არც სამსხვერპლო. თუმცა იქაც მღვდელი არ ჩანდა, შიგნით იდგა, ხოლო მთელი დანარჩენი ხალხი გარეთ იყო, მაგრამ აქ მოციქული გამოხატავს არა მარტო იმას. Ჩვენი მღვდელმთავარი შევიდა წმიდაში, ამაზე მიუთითა სიტყვებით: ‘დიდი მღვდელმთავარი სახლსა ზედა ღმრთისასა’, არამედ იმასაც, რომ ჩვენც შევდივართ. ამიტომ ამბობს: ‘სრული რწმენით’; შეიძლება ხომ რწმენა ეჭვითაც, როგორც ახლაც ბევრია ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ზოგისთვის იქნება აღდგომა, ზოგისთვის კი, არა; ეს არ არის სისრულე რწმენისა. უნდა გვწამდეს ისე, როგორც ხილულ საგნებში ვართ დარწმუნებულნი და უფრო მეტადაც; აქ, ხილულ საგნებთან დაკავშირებით, შეიძლება შევცდეთ კიდეც, ხოლო იქ, არა; აქ გრძნობით აღვიქვამთ, ხოლო იქ, სულით.”

    მთელი განმარტება

    “მივედით, ამბობს, გულწრფელი გულით”. ვინ მივიდეს? ვინც წმიდაა რწმენით, სულიერი მსახურებით. “გულწრფელი გულით, სრული რწმენით”, ვინაიდან აქ არაფერია ხილული: არც მღვდელი, არც მსხვერპლი, არც სამსხვერპლო. თუმცა იქაც მღვდელი არ ჩანდა, შიგნით იდგა, ხოლო მთელი დანარჩენი ხალხი გარეთ იყო, მაგრამ აქ მოციქული გამოხატავს არა მარტო იმას. Ჩვენი მღვდელმთავარი შევიდა წმიდაში, ამაზე მიუთითა სიტყვებით: “დიდი მღვდელმთავარი სახლსა ზედა ღმრთისასა”, არამედ იმასაც, რომ ჩვენც შევდივართ. ამიტომ ამბობს: “სრული რწმენით”; შეიძლება ხომ რწმენა ეჭვითაც, როგორც ახლაც ბევრია ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ზოგისთვის იქნება აღდგომა, ზოგისთვის კი, არა; ეს არ არის სისრულე რწმენისა. უნდა გვწამდეს ისე, როგორც ხილულ საგნებში ვართ დარწმუნებულნი და უფრო მეტადაც; აქ, ხილულ საგნებთან დაკავშირებით, შეიძლება შევცდეთ კიდეც, ხოლო იქ, არა; აქ გრძნობით აღვიქვამთ, ხოლო იქ, სულით.

    “სხურებით განვიწმიდოთ გულნი ბიწიერისაგან სინიდისისა”: აქ იგი ამტკიცებს, რომ საჭიროა არა მარტო რწმენა, არამედ სათნოებით სავსე ცხოვრებაც, და ის, რომ არაფერი ცუდი არ გვქონდეს ჩადენილი. წმიდაში არ დაიშვებიან ისინი, ვინც სრულად ასე არ იქცევიან, ვინაიდან ის წმიდაა და წმიდათაწმიდა; მაშასადამე, აქ არ შედის არავინ უწმიდური. ისინი სხეულს იბანდნენ, ჩვენ კი, სინდისს; საჭიროა ახლაც განბანვა, მაგრამ უკვე სათნოებით. “და განვბანოთ ხორცნი წყლითა წმიდითა”. აქ იგი ამბობს ნათლობაზე, რომელიც განწმენდს არა სხეულს, არამედ სულს.

    რას ნიშნავს: “მივედით გულწრფელი გულით”? ეს ნიშნავს, უთვალთმაქსოდ: “ვაჲ გულთა მედგრისათა და ხელთა მოშვებულთათა” (ზირ. 2:12). ნუ იქნება, ამბობს, თქვენში სიცრუე; ნუ ვიტყვით ერთს და ვიფიქრებთ მეორეს, ვინაიდან ეს სიცრუეა; ნუ ვიქნებით მცირედ მორწმუნენი, ვინაიდან ეს არ შეჰფერის გულწრფელ გულს, მცირედ მორწმუნეობა ხომ ურწმუნოებიდან მოდის. რა გზით მივაღწიოთ ამას? თუ ჩვენში გვექნება სრული რწმენა.

    “სხურებით განვიწმიდოთ გულნი ბიწიერისაგან სინიდისისა”. რატომ არ თქვა: განწმენდილნი, არამედ: “სხურებით”? იმისთვის, რომ ეჩვენებინა სხურებათა განსხვავება და ის, რომ ერთი ღვთისაგანაა, მეორე კი, ჩვენგან: სინდისის სხურება და განბანვა, ღვთისაგანაა, ხოლო მიახლება გულწრფელად და სრული რწმენით, ჩვენგან. შემდეგ მოციქული ამტკიცებს რწმენას, მიუთითებს რა აღმთქმელის ჭეშმარიტებაზე.

    რას ნიშნავს: “და განვბანოთ ხორცნი წყლითა წმიდითა”? იგი ამბობს (წყალზე), ან გამწმენდელზე, ან უსისხლოზე.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. კირილე იერუსალიმელი4 საუკუნე
  4. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  5. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  6. ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე
  7. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  8. კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე
  9. ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე
  10. როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე

1 / 10

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

ებრაელთა მიმართ 10:22 კონტექსტში

10:20ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა მან ფარდით, ესე იგი თავისი ხორცით,

10:21და გვყავს მღვდელმთავარი ღვთის სახლში,

10:22მივეახლოთ მას წრფელი გულითა და რწმენის სისრულით, უკეთური სინიდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით ტანგაბანილნი,

10:23მტკიცედ მივსდიოთ აღსარებას სასოებისას, რადგან სარწმუნოა აღმთქმელი.

10:24ყურადღებას ნუ მოვაკლებთ ერთიმეორეს, რათა სიყვარულისა და კეთილ საქმეთათვის წავაქეზოთ ერთმანეთი.

პარალელური ადგილები: ებრაელთა მიმართ 10:22

განაგრძე კითხვა: ებრაელთა მიმართ 10

სრულად წაიკითხე: ებრაელთა მიმართ 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში