გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 37:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 37:13

მიხვდებით, რომ უფალი ვარ, როცა გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო.

ეზექიელი 37:13 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 1 მაისი, 2027, დიდი და წმინდა შაბათი (ცისკარი).

ეზექიელი 37:13 კონტექსტში

37:11მითხრა: ადამის ძევ! მთელი ისრაელის სახლია ეს ძვლები. აჰა, ამბობენ: გამხმარია ჩვენი ძვლები და წარხოცილია ჩვენი სასო, გამწყდარნი ვართო.

37:12ამიტომ უწინასწარმეტყველე მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო, და მოგიყვანთ ისრაელის მიწაზე.

37:13მიხვდებით, რომ უფალი ვარ, როცა გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო.

37:14ჩაგიდგამთ ჩემს სულს და გაცოცხლდებით; დაგსვამთ თქვენს მიწაზე და მიხვდებით, რომ მე, უფალმა ვთქვი და აღვასრულებ, ამბობს უფალი.

37:15იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

პარალელური ადგილები: ეზექიელი 37:13

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 37

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში