
ეზექიელი 37:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მითხრა: ადამის ძევ! მთელი ისრაელის სახლია ეს ძვლები. აჰა, ამბობენ: გამხმარია ჩვენი ძვლები და წარხოცილია ჩვენი სასო, გამწყდარნი ვართო.
ეზექიელი 37:11 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 მაისი, 2027, დიდი და წმინდა შაბათი (ცისკარი).
ეზექიელი 37:11 კონტექსტში
37:9მითხრა: უწინასწარმეტყველე სულს, უწინასწარმეტყველე, ადამის ძევ, და უთხარი სულს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ოთხივე ქარიდან მოდი, სულო, და შთაებერე ამ დახოცილებს, რათა გაცოცხლდნენ.
37:10მეც ვიწინასწარმეტყველე, როგორც მიბრძანა, და შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ; და წამოდგა ფეხზე დიდძალი ლაშქარი.
37:11მითხრა: ადამის ძევ! მთელი ისრაელის სახლია ეს ძვლები. აჰა, ამბობენ: გამხმარია ჩვენი ძვლები და წარხოცილია ჩვენი სასო, გამწყდარნი ვართო.
37:12ამიტომ უწინასწარმეტყველე მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო, და მოგიყვანთ ისრაელის მიწაზე.
37:13მიხვდებით, რომ უფალი ვარ, როცა გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 37:11
- ეფესელთა მიმართ 2:1და აღგადგინათ თქვენც, მკვდრად ქცეულნი თქვენი ბრალეულობით და ცოდვებით,
- ფსალმუნები 77:7ნუთუ საუკუნოდ მიმატოვებს უფალი და აღარასოდეს მოისურვებს?
- ფსალმუნები 77:9ნუთუ დაივიწყა შებრალება ღმერთმა? ნუთუ რისხვით უარყო სიბრალული? სელა.
- ეზექიელი 39:25ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ამიერიდან დავაბრუნებ დატყვევებულ იაკობს და შევიწყალებ მთელ ისრაელის სახლს, შურს გამოვიჩენ ჩემი წმიდა სახელის გულისათვის.
- იერემია 31:1იმხანად, ამბობს უფალი, ისრაელის ყველა ტომის ღმერთი ვიქნები და ჩემი ერი იქნებიან ისინი.
- ეზექიელი 36:10გაგიმრავლებთ ხალხს, მთელ ისრაელის სახლს, ერთობლივ, დასახლდება ქალაქები და ნაოხარები აშენდება.
- ეზექიელი 37:1იყო უფლის ხელი ჩემზე და გამიყვანა უფალმა სულით და დამსვა შუაგულ ველზე, რომელიც ძვლებით იყო სავსე.
- ეზექიელი 37:8დავინახე: აჰა, ძარღვები ჩნდება მათზე, ესხმით ხორცი და ზედ კანი ეკვრით, მაგრამ სული არ არის
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 37
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში