
ეზექიელი 38:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადამის ძევ! მიაქციე პირი გოგ მაგოგელისკენ - როშის, მეშექის და თუბალის მთავრისკენ, და იწინასწარმეტყველე მასზე;
ეზექიელი 38:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 38:2 კონტექსტში
38:1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
38:2ადამის ძევ! მიაქციე პირი გოგ მაგოგელისკენ - როშის, მეშექის და თუბალის მთავრისკენ, და იწინასწარმეტყველე მასზე;
38:3უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ, გოგ, როშის, მეშექის და თუბალის მთავარო!
38:4გაგაბრუნებ და ყბაში ჩანგალს ამოგდებ; გამოგიყვან შენ და მთელ შენ ლაშქარს, ცხენებს და მხედრებს, ყველას, დიდებულად შემოსილთ, უშქარ კრებულს, თოროსანთ და ფარისმპყრობელთ, ყველას, მახვილიანს -
პარალელური ადგილები: ეზექიელი 38:2
- ეზექიელი 39:1ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე გოგზე და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ როშის, მეშექის და თუბალის მთავარო!
- ეზექიელი 27:13იავანი, თუბალი და მეშექი იყვნენ შენი გამსაღებლები; ტყვეებს და სპილენძის ჭურჭელს გიხდიდნენ საქონელში.
- ეზექიელი 38:3უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ, გოგ, როშის, მეშექის და თუბალის მთავარო!
- შესაქმე 10:2იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.
- ეზექიელი 2:1მითხრა: ადამის ძევ! დადექ ფეხზე, უნდა გელაპარაკო!
- გამოცხადება 20:8და გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცდუნოს ხალხები, გოგი და მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა,
- გამოცხადება 20:9მართლაც მოედვნენ მიწის მთელ სივრცეს და გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს; მაგრამ ჩამოეშვა ცეცხლი ზეცით და შთანთქა ისინი.
- ეზექიელი 6:2ადამის ძევ! პირი მიაქციე ისრაელის მთებისკენ და უწინასწარმეტყველე მათ,
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 38
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში