
ეზექიელი 38:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეიძრებიან ჩემ წინაშე ზღვის თევზები და ცის ფრინველები, მიწის მხეცები და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, ყოველი კაცი, ვინც კი არის მიწის პირზე; ჩამოიქცევა მთები და ჩამოშვავდება ქარაფები, ქვეყნის ყოველი კედელი ჩამოწვება.
ეზექიელი 38:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 38:20 კონტექსტში
38:18სწორედ იმ დღეს, გოგის თავდასხმის დღეს ისრაელის მიწაზე, ამბობს უფალი ღმერთი, აღიგზნება ჩემი რისხვა ჩემს ნესტოებში.
38:19შურითა და რისხვის ცეცხლით ვლაპარაკობ, რომ იმ დღეს მოხდება დიდი შეზანზარება ისრაელის მიწაზე;
38:20შეიძრებიან ჩემ წინაშე ზღვის თევზები და ცის ფრინველები, მიწის მხეცები და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, ყოველი კაცი, ვინც კი არის მიწის პირზე; ჩამოიქცევა მთები და ჩამოშვავდება ქარაფები, ქვეყნის ყოველი კედელი ჩამოწვება.
38:21მოვუწოდებ მახვილს მის წინააღმდეგ ისრაელის ყოველ მთაზე, ამბობს უფალი ღმერთი და ერთმანეთისგან ექნებათ მიმართული მახვილები.
38:22დავსჯი მათ შავი ჭირით და სისხლით; თავსხმას, ქვის სეტყვას, ცეცხლსა და წუმწუმას ვაწვიმებ მათზე, მის ურდოებზე და ურიცხვ ხალხზე, მასთან რომ არიან.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 38:20
- ოსეა 4:3ამიტომაც მოთქვამს მიწა, ჩაკვდა მისი ყოველი მკვიდრი ველის მხეცებთან და ცის ფრინველებთან ერთად; ზღვის თევზებიც კი გაუჩინარდნენ.
- ნაუმი 1:4დაემუქრება ზღვას და ამოაშრობს, და დაშრეტს ყველა მდინარეს; გადახმება ბაშანი და ქარმელი, დაჭკნება ლიბანის ყვავილი.
- ნაუმი 1:6ვინ გაუძლებს მის წყრომას, ვინ აიტანს მის მძვინვარებას? ცეცხლად იღვრება მისი რისხვა, კლდეები ირღვევიან მისგან.
- გამოცხადება 6:12და როცა ახსნა მეექვსე ბეჭედი, შევხედე და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, და გაშავდა მზე, როგორც ძაძა, და სისხლივით გაწითლდა მთვარე.
- გამოცხადება 6:13და დაცვივდნენ ზეცის ვარსკვლავნი ქვეყნად, როგორც ლეღვის ხე, მძვინვარე ქარით რხეული, ყრის მიწაზე თავის ყვავილებს.
- ზაქარია 14:4შედგება მისი ფეხი ამ დღეს ზეთისხილის მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ რომ არის, აღმოსავლეთით; შუაზე გაიპობა ზეთისხილის მთა აღმოსავლეთიდან დასავლეთით, და გაჩნდება ძალზე დიდი ხეობა; მთის ერთი ნახევარი ჩრდილოეთისკენ წავა, მეორე ნახევარი - სამხრეთისკენ.
- ზაქარია 14:5გაიქცევით ჩემი მთების ხეობაში, რადგან ხეობა მთებს შორის აცალამდე მიაღწევს; გაიქცევით, როგორც მიწისძვრისგან გარბოდით იუდას მეფის, ყუზიას დროს; მაშინ მოვა უფალი, ჩემი ღმერთი, და ყველა წმიდა მასთან ერთად.
- კორინთელთა მიმართ ბ 10:4რადგანაც ჩვენი საომარი საჭურველი ხორციელი კი არ არის, არამედ ღვთის მიერ ძლევით მოსილი ყოველგვარი სიმაგრის შესამუსრავად.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 38
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში