
გამოცხადება 6:13, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
და დაცვივდნენ ზეცის ვარსკვლავნი ქვეყნად, როგორც ლეღვის ხე, მძვინვარე ქარით რხეული, ყრის მიწაზე თავის ყვავილებს.
გამოცხადება 6:13 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: გამოცხადება 6:13
3 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
ანდრია კესარიელი6 საუკუნე “ვარსკვლავების დაცემა, როგორც ანტიოქეს მიერ ცთუნებულთა შესახებაც იყო დაწერილი, იმაზე მიუთითებს, რომ დაეცემიან ისინიც, რომელთაც საკუთარი თავი წუთისოფლის მნათობებად მიაჩნიათ. ისინიც დაეცემიან, შეძრწუნებულნი და შემუსვრილნი იმ დროის მოვლენებით, როდესაც, უფლის სიტყვისამებრ, მრავალი ჭირის გამო, შესაძლებლობისდა მიხედვით, რჩეულებიც კი ცდუნდებიან (მათ. 24:24).”
მთელი განმარტება
ვარსკვლავების დაცემა, როგორც ანტიოქეს მიერ ცთუნებულთა შესახებაც იყო დაწერილი, იმაზე მიუთითებს, რომ დაეცემიან ისინიც, რომელთაც საკუთარი თავი წუთისოფლის მნათობებად მიაჩნიათ. ისინიც დაეცემიან, შეძრწუნებულნი და შემუსვრილნი იმ დროის მოვლენებით, როდესაც, უფლის სიტყვისამებრ, მრავალი ჭირის გამო, შესაძლებლობისდა მიხედვით, რჩეულებიც კი ცდუნდებიან (მათ. 24:24).
ამიტომაც, შესაძლოა, აქ ლეღვის ხეზეც არის მინიშნება, რომელიც ეშმაკის ქარის მიერ შერხეული ნაყოფს ყრის, ჯერ კიდევ მოუმწიფებელს, ჯერ კიდევ განსაცდელების სიმხურვალეში დაუმწიფებელს და მადლის სიტკბოებით გაუჯერებელს. ლეღვის ხე ხომ ორგვარად განიმარტება, კეთილადაც და ბოროტადაც. ამის შესახებ იერემიას ხილვაშიც ვკითხულობთ (იერ. 24:1-2), სადაც კარგ და ცუდ ლეღვთა ორი კალათაა წარმოდგენილი. გავიხსენოთ ქრისტეს სიტყვით გამხმარი ლეღვის ხეც (მათ. 21:19; მარკ. 11:13-14) და “ქებათა ქებაში” აყვავებული ლეღვიც (ქებ. 2:13).
აღსრულდება კი ეს ხილული სახით ქრისტეს მეორედ მოსვლისას, დიდებით მომავალი მსაჯულის მიერ? ეს მხოლოდ მან იცის, მას, ვისაც სიბრძნისა და ცოდნის საიდუმლო საუნჯეები აქვს.
ბოროდინი პ. მ.19 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
1 / 3
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 3 განმარტება.
გამოცხადება 6:13 კონტექსტში
6:11და მიეცა მათ სპეტაკი სამოსი და ითქვა მათ მიმართ, ცოტა ხანს კიდევ დამცხრალიყვნენ, ვიდრე არ გასრულდებოდა მათ თანა-მონათა და ძმათა რიცხვი, რომელნიც მათსავით მოკლულ უნდა იქმნენ.
6:12და როცა ახსნა მეექვსე ბეჭედი, შევხედე და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, და გაშავდა მზე, როგორც ძაძა, და სისხლივით გაწითლდა მთვარე.
6:13და დაცვივდნენ ზეცის ვარსკვლავნი ქვეყნად, როგორც ლეღვის ხე, მძვინვარე ქარით რხეული, ყრის მიწაზე თავის ყვავილებს.
6:14და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი ადგილებიდან იძრნენ.
6:15ქვეყნის მეფენი და მთავარნი, ათასისთავნი, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებს შეეფარნენ.
პარალელური ადგილები: გამოცხადება 6:13
- ესაია 34:4დალბება ცის მთელი მხედრობა და ცა ეტრატივით დაიგრაგნება, ჩამოცვივა მთელი მხედრობა, როგორც ფურცელი ცვივა ვაზს და მჭკნარი ფოთოლი - ლეღვის ხეს.
- მათეს სახარება 24:29და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი.
- გამოცხადება 8:10მესამე ანგელოზმა ჩაჰბერა და ჩამოვარდა ზეცით ლამპარივით მოელვარე ვეება ვარსკვლავი და დაეცა მესამედს მდინარეთა და წყაროებს წყალთა.
- გამოცხადება 8:12მეოთხე ანგელოზმა ჩაჰბერა და მოიწყლა მესამედი მზისა, მესამედი მთვარისა და მესამედი ვარსკვლავებისა და დაბნელდა მესამედი მათი; და აღარ ნათობდა მესამედი დღისა, ისევე, როგორც ღამის.
- დანიელი 8:10იგი ცის მხედრობამდე გაიზარდა, მიწაზე დასცა მხედრობისა და ვარსკვლავების ნაწილი და გათელა ისინი.
- გამოცხადება 9:1მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა;
- ეზექიელი 32:7დავხურავ, როცა ჩაგაქრობ, ცას და დავაბნელებ მის ვარსკვლავებს; მზეს ღრუბლით შევბურავ და მთვარე აღარ გაანათებს თავისი ნათელით.
- ესაია 7:2ემცნო დავითის სახლს: ეფრემში დაბანაკდა არამიო. მაშინ შეირხა მისი გული და მისი ხალხის გული, როგორც ხეები ირხევიან ტყეში ქარისაგან.
განაგრძე კითხვა: გამოცხადება 6
სრულად წაიკითხე: გამოცხადება 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში