
ეზექიელი 39:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, მათი ღმერთი, როცა ხალხებში გაბნეულებს შევკრებ მათ მიწაზე და იქ აღარავის დავტოვებ.
ეზექიელი 39:28 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 39:28 კონტექსტში
39:26დაივიწყებენ თავიანთ სირცხვილს და ყოველ დანაშაულს, რაც ჩემ წინააღმდეგ ჩაიდინეს, როცა დასახლდებიან თავიანთ მიწაზე უზრუნველად და არავინ იქნება დამაფრთხობელი.
39:27როცა გამოვაბრუნებ ხალხებიდან მათ და გამოვკრებ მათი მტრების ქვეყნებიდან, მაშინ გამოვაჩენ ჩემს დიდებას მათში უამრავი ხალხის თვალწინ.
39:28მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, მათი ღმერთი, როცა ხალხებში გაბნეულებს შევკრებ მათ მიწაზე და იქ აღარავის დავტოვებ.
39:29აღარ მოვარიდებ მათ ჩემს სახეს, რათა გადმოვღვარო ისრაელის სახლზე ჩემი სული, ამბობს უფალი ღმერთი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 39:28
- ეზექიელი 39:22და ეცოდინება ისრაელის სახლს ამ დღეს და მერმისაც, რომ მე უფალი ვარ, მათი ღმერთი.
- ესაია 27:12იმ დღეს გალეწავს უფალი თავთავებს ევფრატიდან ეგვიპტის ხევამდე და თქვენც, ისრაელიანებო, სათითაოდ აიკრიფებით.
- ამოსი 9:9რადგან, აჰა, ვბრძანებ და გავცხრილავ ისრაელის სახლის ყველა ხალხს, როგორც ხორბალი იცხრილება. და ერთი მარცვალიც არ დავარდება მიწაზე.
- რომაელთა მიმართ 9:6მაგრამ ისე კი არა, თითქოს გაცუდდა სიტყვა ღვთისა, რადგან ვინცაა ისრაელისგან, ყველა როდია ისრაელიტი.
- რომაელთა მიმართ 9:8ესე იგი, ხორციელი შვილები კი არ არიან ღვთის შვილნი, არამედ აღთქმის შვილები შეირაცხებიან თესლად.
- მეორე სთვლისაება 30:3მაშინ უფალიც, შენი ღმერთი, დააბრუნებს შენს ტყვებს და შეგიწყალებს, კვლავ შეგკრებს ყველა ხალხიდან, რომელთა შორისაც გაფანტული ეყოლები უფალს, შენს ღმერთს.
- მეორე სთვლისაება 30:4ცის კიდემდეც რომ იყო გაგდებული, იქიდან შემოგკრებს უფალი, შენი ღმერთი, იქიდან წამოგიყვანს.
- ეზექიელი 34:30მაშინ მიხვდებიან, რომ მე, უფალი მათი ღმერთი, მათთანა ვარ და ჩემი ერია ისინი - ისრაელის სახლი, ამბობს უფალი ღმერთი.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 39
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში