
ეზექიელი 39:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და ეცოდინება ისრაელის სახლს ამ დღეს და მერმისაც, რომ მე უფალი ვარ, მათი ღმერთი.
ეზექიელი 39:22 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 39:22 კონტექსტში
39:20გაძღებით ჩემს სუფრაზე ცხენებთან და მხედრებთან ერთად, ძლიერებთან და მეომარ ხალხთან ერთად, ამბობს უფალი ღმერთი.
39:21მოვავლენ ჩემს დიდებას ხალხებში და დაინახავს ყოველი ხალხი ჩემს მსჯავრს, რომელსაც აღვასრულებ, და ჩემს ხელს, რომელსაც დავდებ მათზე;
39:22და ეცოდინება ისრაელის სახლს ამ დღეს და მერმისაც, რომ მე უფალი ვარ, მათი ღმერთი.
39:23ეცოდინებათ ხალხებს, რომ მისი დანაშაულის გამო წარიტყვევნა ისრაელის სახლი; რომ შემცოდეს და მეც პირი ვირიდე მათგან, მტრის ხელში ჩავყარე ისინი და ყველანი მახვილით დაეცნენ.
39:24მათ უწმიდურობათა და შეცოდებათა გამო მოვიქეცი ასე და პირი ვირიდე მათგან.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 39:22
- იერემია 24:7ჩავუდგამ მათ გულს, რათა მცნობდნენ, რომ უფალი ვარ. ჩემი ერი იქნებიან და მე მათი ღმერთი ვიქნები, რადგან მთელი გულით მოიქცევიან ჩემკენ.
- ეზექიელი 39:28მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, მათი ღმერთი, როცა ხალხებში გაბნეულებს შევკრებ მათ მიწაზე და იქ აღარავის დავტოვებ.
- იერემია 31:34აღარ დაუწყებენ სწავლებას ერთმანეთს, მეზობელი მეზობელს და ძმა ძმას: შეიცანი უფალიო! რადგან ყველას შეცნობილი ვეყოლები დიდიდან პატარამდე, ამბობს უფალი, რადგან ყველას ვაპატიებ დანაშაულს და აღარ გავუხსენებ ცოდვებს.
- ეზექიელი 39:7გავაცხადებ ჩემს წმიდა. სახელს ჩემს ერში, ისრაელში, და აღარ შევალახვინებ ჩემს წმიდა სახელს; და მიხვდებიან ხალხები, რომ მე უფალი ვარ, რომ წმიდა ვარ ისრაელში.
- ეზექიელი 34:30მაშინ მიხვდებიან, რომ მე, უფალი მათი ღმერთი, მათთანა ვარ და ჩემი ერია ისინი - ისრაელის სახლი, ამბობს უფალი ღმერთი.
- ეზექიელი 28:26იცხოვრებენ იქ მშვიდად, ააშენებენ სახლებს და ჩაყრიან ვენახს; იცხოვრებენ მშვიდად, როცა დავდებ მსჯავრს მის მოძულეებს მის ირგვლივ და მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, მათი ღმერთი.
- იოანე 17:3საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:20ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება და ვიყოთ ჭეშმარიტში, რომელიც არის ძე ღვთისა იესო ქრისტე: ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 39
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში