
ეზექიელი 4:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენი საჭმელი, რასაც შეჭამ, ოცი შეკელი უნდა იყოს დღეში. ჟამიდან ჟამზე უნდა ჭამდე.
ეზექიელი 4:10 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 4:10 კონტექსტში
4:8აჰა, დაგადე ბორკილები და გვერდს ვერ შეიცვლი, ვიდრე არ შეასრულებ შენი ალყის დღეებს.
4:9აიღე ხორბალი, ქერი, ცერცვი, ოსპი, ფეტვი და ასლი, ჩაყარე ისინი ერთ ჭურჭელში და გქონდეს საჭმელად იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გვერდზე იქნები დაწოლილი: სამას ოთხმოცდაათ დღეს უნდა ჭამო ისინი.
4:10შენი საჭმელი, რასაც შეჭამ, ოცი შეკელი უნდა იყოს დღეში. ჟამიდან ჟამზე უნდა ჭამდე.
4:11წყალი ზომაზე უნდა სვა, ჰინის მეექვსედი უნდა სვა ჟამიდან ჟამზე.
4:12ქერის ნამცხვრებად უნდა ჭამო ის და ადამიანის განავალზე უნდა იყოს გამომცხვარი მათ თვალწინ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 4:10
- ლევიანი 26:26როცა გაგიწყვეტ პურის სახსარს, ათი დედაკაცი ერთ თონეში დაიწყებს თქვენი პურის ცხობას. წონით გამოგიგზავნიან თქვენს პურს, შეჭამთ და ვერ გაძღებით.
- ეზექიელი 14:13ადამის ძევ! თუ ქვეყანა შესცოდავს ჩემ წინაშე და განმიდგება, ხელს მოვუღერებ და პურის კვერთხს გადავუმტვრევ, მოვუვლენ შიმშილს და გავუწყვეტ კაცსა და საქონელს.
- ეზექიელი 4:16მითხრა: ადამის ძევ! აჰა, გავტეხავ პურის კვერთხს იერუსალიმში, რომ წონით და სიმწრით ჭამდნენ პურს, და წყალს გამოზომით და შიშით სვამდნენ.
- ეზექიელი 45:12შეკელი ოცი გერაა, ოცი შეკელი ოცდახუთი შეკელი და თხუთმეტი შეკელი ერთი მანე უნდა იყოს თქვენთვის.
- ესაია 3:1რადგან, აჰა, მეუფე, ცაბაოთ უფალი, წაართმევს იერუსალიმს და იუდას სახსარს და სასოს, პურის მთელ სახსარს;
- მეორე სთვლისაება 28:51დაუწყებს ჭამას შენი საქონლის ნაყოფს და შენი მიწის ნაყოფს და საბოლოოდ გაგაჩანაგებს, არ დაგიგოვებს არც პურს, არც ღვინოს, არც ზეთს, არც საქონლის მონაშენს და არც ცხვრის ნამატს, რომ საბოლოოდ გაგანადგუროს.
- მეორე სთვლისაება 28:68დაგაბრუნებს უფალი ეგვიპტეში ხომალდებით იმ გზაზე, რომელზეც გითხარი, რომ აღარასოდეს იხილავდი მას. იქ შეგაძლევენ შენს მტრებს ყმებად და ყმაქალებად, მაგრამ მყიდველი არავინ იქნება.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 4
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში