
ეზექიელი 4:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ქერის ნამცხვრებად უნდა ჭამო ის და ადამიანის განავალზე უნდა იყოს გამომცხვარი მათ თვალწინ.
ეზექიელი 4:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 4:12 კონტექსტში
4:10შენი საჭმელი, რასაც შეჭამ, ოცი შეკელი უნდა იყოს დღეში. ჟამიდან ჟამზე უნდა ჭამდე.
4:11წყალი ზომაზე უნდა სვა, ჰინის მეექვსედი უნდა სვა ჟამიდან ჟამზე.
4:12ქერის ნამცხვრებად უნდა ჭამო ის და ადამიანის განავალზე უნდა იყოს გამომცხვარი მათ თვალწინ.
4:13თქვა უფალმა: ასე შეჭამენ ისრაელიანები თავიანთ უწმიდურ პურს იმ ხალხთა შორის, რომლებთანაც განვდევნი მათ.
4:14ვთქვი: ეჰა, უფალო ღმერთო! აი, არ არის ჩემი სული გაუწმიდურებული, მძორი და ნამხეცავი არ მიჭამია სიყმაწვილიდან დღემდე და უსურმაგის ხორცი არ ჩამსვლია პირში.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 4:12
- ესაია 36:12უთხრა მათ რაბშაკემ: მარტო შენს ბატონთან და შენთან სალაპარაკოდ როდი გამომგზავნა ჩემმა ბატონმა, არამედ მაგ ხალხთანაც, გალავანზე რომ დამჯდარა, რომ თქვენთან ერთად ჭამოს თავისი განავალი და სვას თავისი ფსელი.
- შესაქმე 18:6გაიქცა აბრაამი კარავში სარასთან და უთხრა: აბა, საჩქაროდ სამი სეა გამტკიცული ფქვილი მოზილე და ხმიადები დააცხვე.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 4
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში