
ეზექიელი 4:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იერუსალიმის ალყისკენ მიაქციე პირი და შიშველი მკლავი და იწინასწარმეტყველე მის წინააღმდეგ.
ეზექიელი 4:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 4:7 კონტექსტში
4:5მე მიგითვალავ მათი უკეთურების წლებს დღეთა რიცხვის მიხედვით - სამას ოთხმოცდაათ დღეს - და ატარებ ისრაელის სახლის უკეთურებას.
4:6ამას დაასრულებ და დაწვები მეორედ მარჯვენა გვერდზე, და ატარებ იუდას სახლის უკეთურებას ორმოც დღეს. თითო წელზე თითო დღეს მიგითვალავ.
4:7იერუსალიმის ალყისკენ მიაქციე პირი და შიშველი მკლავი და იწინასწარმეტყველე მის წინააღმდეგ.
4:8აჰა, დაგადე ბორკილები და გვერდს ვერ შეიცვლი, ვიდრე არ შეასრულებ შენი ალყის დღეებს.
4:9აიღე ხორბალი, ქერი, ცერცვი, ოსპი, ფეტვი და ასლი, ჩაყარე ისინი ერთ ჭურჭელში და გქონდეს საჭმელად იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გვერდზე იქნები დაწოლილი: სამას ოთხმოცდაათ დღეს უნდა ჭამო ისინი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 4:7
- ესაია 52:10გაიშიშვლა უფალმა თავისი წმიდა მკლავი ყველა ხალხის წინაშე და იხილავენ ქვეყნის კიდეები ხსნას ჩვენი უფლისა.
- ეზექიელი 21:2ადამის ძევ! მიაქციე პირი იერუსალიმისკენ და იქადაგე საწმიდარებზე, უწინასწარმეტყველე ისრაელის მიწას.
- ეზექიელი 4:3აიღე რკინის ტაფა და დადგი რკინის კედლად შენსა და ქალაქს შორის, პირი მიაქციე მისკენ და ალყაში იქნება, და შემოარტყი ალყა. ეს არის ისრაელის სახლის ნიშანი.
- ეზექიელი 6:2ადამის ძევ! პირი მიაქციე ისრაელის მთებისკენ და უწინასწარმეტყველე მათ,
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 4
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში