
ეზექიელი 40:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიმიყვანა იქ, და აჰა, კაცი, რომლის სახე რვალის სახეს ჰგავდა; სელის თოკი და ლერწმის საზომი ეჭირა ხელში და კარიბჭესთან იდგა.
ეზექიელი 40:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 40:3 კონტექსტში
40:1ჩვენი ტყვეობის ოცდამეხუთე წელს, წლის დასაწყისში, თვის ათში, ქალაქის დანგრევიდან თოთხმეტი წლის შემდეგ, სწორედ იმ დღეს, იყო უფლის ხელი ჩემზე და მიმიყვანა იქ.
40:2ღვთიურ ხილვაში მიმიყვანა ისრაელის ქვეყნად და დამსვა ერთ ძალზე მაღალ მთაზე, სადაც სამხრეთის მხარეს რაღაც ქალაქისმაგვარი იყო აშენებული.
40:3მიმიყვანა იქ, და აჰა, კაცი, რომლის სახე რვალის სახეს ჰგავდა; სელის თოკი და ლერწმის საზომი ეჭირა ხელში და კარიბჭესთან იდგა.
40:4დამელაპარაკა ეს კაცი: ადამის ძევ! იხილე შენი თვალით და შენი ყურით მოისმინე, გულში ჩაიდევი ყველაფერი, რასაც გახილვინებ, რადგან იმისთვის ხარ მოყვანილი აქ, რომ გახილვინო; გამოუცხადე ისრაელის სახლს ყველაფერი, რასაც იხილავ.
40:5აჰა, კედელია ტაძრის გარეთ, მის ირგვლივ, და კაცს ლერწმის საზომი აქვს ხელში, ექვსწყრთიანი (წყრთა მტევნითურთ); გაზომა შენობის სიგანე და იყო ერთი ლერწამი და სიმაღლე - ერთი ლერწამი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 40:3
- გამოცხადება 11:1მომეცა კვერთხის მსგავსი ლერწამი და ითქვა ჩემ მიმართ: ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და საკურთხეველი, აგრეთვე თაყვანისმცემელნი მასში.
- ეზექიელი 47:3როცა ეს კაცი აღმოსავლეთისკენ წავიდა ლარით ხელში, გაზომა ათასი წყრთა და გამიყვანა წყალში; კოჭებამდე იყო წყალი.
- დანიელი 10:5თვალები ავახილე და დავინახე, აჰა, ჩემს წინ სელით შემოსილი კაცი იყო, წელი უფაზის ოქროთი ჰქონდა შემოსარტყლული.
- დანიელი 10:6მისი ტანი ტოპაზის მსგავსი იყო, სახე - ელვის მსგავსი, თვალები - ცეცხლის ალის მსგავსი, ხელფეხი - გაპრიალებულ სპილენძის მსგავსი. მისი ლაპარაკი კი - მრავალთა ხმის მსგავსი.
- ეზექიელი 1:7ფეხები სწორი ჰქონდათ და ფეხის ტერფები ხბოს ჩლიქებივით, და კაშკაშებდნენ გაკრიალებული სპილენძივით,
- გამოცხადება 21:15ჩემთან მოუბარს საზომად ოქროს ლერწამი ჰქონდა, რათა გაეზომა ქალაქი, მისი ბჭენი და გალავანი.
- გამოცხადება 1:15ფეხნი მისნი - ცეცხლში გავარვარებული ელვარე რვალი, ხოლო ხმა მისი, როგორც ზათქი მრავალი წყლისა.
- ზაქარია 2:1ავახილე თვალები და ვიხილე: აჰა, კაცი გამზომი ლარით ხელში.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 40
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში