
ზაქარია 2:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ავახილე თვალები და ვიხილე: აჰა, კაცი გამზომი ლარით ხელში.
ზაქარია 2:1 · საქართველოს საპატრიარქო
ზაქარია 2:1 კონტექსტში
2:1ავახილე თვალები და ვიხილე: აჰა, კაცი გამზომი ლარით ხელში.
2:2ვკითხე: სად მიდიხარ-მეთქი? მითხრა: იერუსალიმის გასაზომად, რომ დავინახო რამდენია მისი სიგანე და რამდენია მისი სიგრძე.
2:3აჰა, გამოდის ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და სხვა ანგელოზიც გამოდის ჩემს შესახვედრად.
პარალელური ადგილები: ზაქარია 2:1
- ეზექიელი 40:3მიმიყვანა იქ, და აჰა, კაცი, რომლის სახე რვალის სახეს ჰგავდა; სელის თოკი და ლერწმის საზომი ეჭირა ხელში და კარიბჭესთან იდგა.
- ზაქარია 1:16ამიტომ ასე ამბობს უფალი: მოწყალებით მოვბრუნდი იერუსალიმისკენ; მასში აიგება ჩემი სახლი, ამბობს ცაბაოთ უფალი, და ლარი გადაიჭიმება იერუსალიმზე.
- გამოცხადება 21:15ჩემთან მოუბარს საზომად ოქროს ლერწამი ჰქონდა, რათა გაეზომა ქალაქი, მისი ბჭენი და გალავანი.
- ეზექიელი 40:5აჰა, კედელია ტაძრის გარეთ, მის ირგვლივ, და კაცს ლერწმის საზომი აქვს ხელში, ექვსწყრთიანი (წყრთა მტევნითურთ); გაზომა შენობის სიგანე და იყო ერთი ლერწამი და სიმაღლე - ერთი ლერწამი.
- გამოცხადება 11:1მომეცა კვერთხის მსგავსი ლერწამი და ითქვა ჩემ მიმართ: ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და საკურთხეველი, აგრეთვე თაყვანისმცემელნი მასში.
- ეზექიელი 47:4გაზომა კიდევ ათასი და გამატარა წყალში და მუხლამდე იყო; გაზომა ათასი და გამატარა; წელამდე იყო.
- ზაქარია 1:18ავახილე თვალები და, აჰა, ოთხი რქაა.
განაგრძე კითხვა: ზაქარია 2
სრულად წაიკითხე: ზაქარია 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში