
ეზექიელი 41:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენობა, რომელიც შემოკავებული ადგილის წინ იდგა, დასავლეთისკენ, სიგანით სამოცდაათი წყრთა იყო; შენობის კედლის სიგანე ხუთი წყრთა იყო ირგვლივ და სიგრძე ოთხმოცდაათი წყრთა.
ეზექიელი 41:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 41:12 კონტექსტში
41:10მანძილი ოთახებს შორის ოცი წყრთა იყო ტაძრის ირგვლივ.
41:11გვერდითი სენაკიდან ცარიელ ადგილზე იყო გასასვლელი, ერთი გასასვლელი ჩრდილოეთისკენ და ერთი გასასვლელი სამხრეთისკენ; ცარიელი ადგილის სიგანე ხუთი წყრთა იყო ირგვლივ.
41:12შენობა, რომელიც შემოკავებული ადგილის წინ იდგა, დასავლეთისკენ, სიგანით სამოცდაათი წყრთა იყო; შენობის კედლის სიგანე ხუთი წყრთა იყო ირგვლივ და სიგრძე ოთხმოცდაათი წყრთა.
41:13გაზომა ტაძრის სიგრძე ასი წყრთა; შემოკავებული ადგილი შენობითურთ და მისი კედლები სიგრძით ასი წყრთა.
41:14ტაძრის სიგანე წინა მხარეს და შემოკავებული ადგილისა აღმოსავლეთისკენ ასი წყრთა.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 41:12
- ეზექიელი 41:13გაზომა ტაძრის სიგრძე ასი წყრთა; შემოკავებული ადგილი შენობითურთ და მისი კედლები სიგრძით ასი წყრთა.
- ეზექიელი 41:15გაზომა ტაძრის სიგრძე შემოკავებულის მხარეს, მის უკან, თავისი სვეტნარით ორივე მხარეს ასი წყრთა; ასევე შიდა სასახლე და ეზოს სტოა.
- ეზექიელი 42:13მითხრა მან: ჩრდილოეთის ოთახები და სამხრეთის ოთახები, შემოკავებულის პირდაპირ რომ არის განლაგებული, წმიდა ოთახებია, სადაც უფალს მიახლოებული მღვდლები ჭამენ წმიდათა წმიდა მსხვერპლს; იქ განალაგებენ წმიდათა წმიდამსხვერპლს, ძღვენს, ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდ შესაწირავს, რადგან წმიდა ადგილია.
- ეზექიელი 42:1გამომიყვანა გარეთა ეზოში ჩრდილოეთის გზით და შემიყვანა ოთახში. რომელიც შემოკავებული ადგილისა და შენობის პირდაპირ იყო მოთავსებული, ჩრდილოეთ მხარეს.
- ეზექიელი 42:10ეზოს გალავნის სიგანეზე აღმოსავლეთის მხარეს, შემოკავებულის და შენობის პირდაპირ, ოთახები იყო მოთავსებული.
- გამოცხადება 22:14ნეტა მათ, რომელნიც რეცხავენ თავიანთ სამოსს, რათა ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხის მიმართ, რომ ბჭით შევიდნენ ქალაქში.
- გამოცხადება 22:15ხოლო გარეთ ძაღლები და გრძნეულნი, მეძავნი და მკვლელნი, კერპთმსახურნი და სიცრუის მოყვარენი და მოქმედნი დგანან.
- გამოცხადება 21:27ვერ შევა მასში ვერავითარი უწმინდური, ვერცერთი ცრუ და ბილწი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ჩაწერილია კრავის სიცოცხლის წიგნში.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 41
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 41 · გახსენი ბიბლიის მკითხველში