
ეზექიელი 42:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეზოს გალავნის სიგანეზე აღმოსავლეთის მხარეს, შემოკავებულის და შენობის პირდაპირ, ოთახები იყო მოთავსებული.
ეზექიელი 42:10 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 42:10 კონტექსტში
42:8რადგან გარეთა ეზოს ოთახების სიგრძე იყო ორმოცდაათი წყრთა და, აჰა, მთელი სიგრძე სასახლის გასწვრივ ასი წყრთა.
42:9ამ ოთახების ქვემოთ აღმოსავლეთის მხრიდან შესასვლელი იყო გარეთა ეზოდან შესასვლელად.
42:10ეზოს გალავნის სიგანეზე აღმოსავლეთის მხარეს, შემოკავებულის და შენობის პირდაპირ, ოთახები იყო მოთავსებული.
42:11მათ წინ ისეთივე გზა იყო, როგორც ჩრდილოეთის ოთახების წინ; ისეთივე სიგრძე და სიგანე, მათი გამოსასვლელები, მათი განლაგება და კარები ისეთივე იყო.
42:12სამხრეთის ოთახების კარები ისეთივე იყო, როგორიც იმ გზის თავში, რომელიც მიუყვებოდა გალავანს აღმოსავლეთისკენ, შესასვლელად.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 42:10
- ეზექიელი 42:1გამომიყვანა გარეთა ეზოში ჩრდილოეთის გზით და შემიყვანა ოთახში. რომელიც შემოკავებული ადგილისა და შენობის პირდაპირ იყო მოთავსებული, ჩრდილოეთ მხარეს.
- ეზექიელი 42:13მითხრა მან: ჩრდილოეთის ოთახები და სამხრეთის ოთახები, შემოკავებულის პირდაპირ რომ არის განლაგებული, წმიდა ოთახებია, სადაც უფალს მიახლოებული მღვდლები ჭამენ წმიდათა წმიდა მსხვერპლს; იქ განალაგებენ წმიდათა წმიდამსხვერპლს, ძღვენს, ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდ შესაწირავს, რადგან წმიდა ადგილია.
- ეზექიელი 42:7გალავანი, რომელიც გარეთ იყო ოთახების გასწვრივ ჩრდილოეთის ეზოსკენ, ოთახების პირდაპირ, სიგრძით ორმოცდაათი წყრთა იყო.
- ეზექიელი 41:12შენობა, რომელიც შემოკავებული ადგილის წინ იდგა, დასავლეთისკენ, სიგანით სამოცდაათი წყრთა იყო; შენობის კედლის სიგანე ხუთი წყრთა იყო ირგვლივ და სიგრძე ოთხმოცდაათი წყრთა.
- ეზექიელი 41:15გაზომა ტაძრის სიგრძე შემოკავებულის მხარეს, მის უკან, თავისი სვეტნარით ორივე მხარეს ასი წყრთა; ასევე შიდა სასახლე და ეზოს სტოა.
- ეზექიელი 40:17მიმიყვანა გარეთა ეზოში და, აჰა, ოთახები და ქვაფენილია მოწყობილი ეზოში, ირგვლივ, ოცდაათი ოთახი, ქვაფენილიანი.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 42
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 42 · გახსენი ბიბლიის მკითხველში