
ეზექიელი 41:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ზღურბლები, ცხაურიანი სარკმლები და სვეტნარი ირგვლივ სამ სართულად, ზღურბლის წინ, ხით მოპირკეთებული ირგვლივ, იატაკიდან სარკმლებამდე (სარკმლები ყრუ იყო),
ეზექიელი 41:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 41:16 კონტექსტში
41:14ტაძრის სიგანე წინა მხარეს და შემოკავებული ადგილისა აღმოსავლეთისკენ ასი წყრთა.
41:15გაზომა ტაძრის სიგრძე შემოკავებულის მხარეს, მის უკან, თავისი სვეტნარით ორივე მხარეს ასი წყრთა; ასევე შიდა სასახლე და ეზოს სტოა.
41:16ზღურბლები, ცხაურიანი სარკმლები და სვეტნარი ირგვლივ სამ სართულად, ზღურბლის წინ, ხით მოპირკეთებული ირგვლივ, იატაკიდან სარკმლებამდე (სარკმლები ყრუ იყო),
41:17შესასვლელის თავზე, ტაძრის შიდა და გარეთა მხარე, მთელი კედელი ირგვლივ, შიგნიდან და გარედან, თანაზომიერი იყო.
41:18ამოკვეთილი იყო ქერუბიმები და პალმები; პალმა ქერუბიმსა და ქერუბიმს შორის იყო, ორი სახე ჰქონდა ყოველ ქერუბიმს.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 41:16
- ეზექიელი 40:25ჰქონდა სარკმლები და სტოები ირგვლივ ისეთივე, როგორიც სხვა სარკმლები იყო; სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.
- ეზექიელი 40:16ცხაურიანი სარკმლები ჰქონდა სენაკებს და სვეტებს კარიბჭის შიგნით, ირგვლივ; და ასევე სტოებს; სარკმლები იყო ირგვლივ შიდა მხარეს და სვეტებზე პალმები იყო დახატული.
- კორინთელთა მიმართ ა 13:12რადგანაც ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ; ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ შევიცნობ, როგორც თავად შევიმეცნები.
- ანგეა 1:4იმის ჟამი კი არის, რომ გადახურულ სახლებში ისხდეთ, ეს სახლი კი მიგდებული იყოს?
- ეზექიელი 42:3ოცი წყრთის გაყოლებაზე შიდა ეზოში და ქვაფენილის გაყოლებაზე გარეთა ეზოში სვეტნარი იყო ერთმანეთის პირდაპირ სამ სართულად.
- ეზექიელი 41:25გამოსახული იყო მათზე, სასახლის კარებზე, ქერუბიმები და პალმები ისევე, როგორც კედლებზე იყო გამოსახული; ხის ზღურბლი იყო სტოას წინ, გარეთ.
- ეზექიელი 41:26ცხაურიანი სარკმლები და პალმები აქეთ-იქით სტოას გვერდებზე, ტაძრის გვერდითი სენაკები და ზღურბლები.
- ნეშტთა შორისა ბ 3:5კვიპაროსის ხეებით შემოსა დიდი სახლი, საუკეთესო ოქრო გადააკრა და მასზე პალმები და ჯაჭვები გამოაჭედინა.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 41
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 41 · გახსენი ბიბლიის მკითხველში