
ეზექიელი 41:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გვერდითი სენაკები ერთმანეთის ზემოთ იყო, სამ სართულად, თითო სართულში ოცდაათი; და მიუყვებოდა ტაძრის კედელს ირგვლივ, რომ ერთმანეთით ყოფილიყენენ გამაგრებული და ტაძრის კედელს არ დაყრდნობოდნენ.
ეზექიელი 41:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 41:6 კონტექსტში
41:4გაზომა მისი სიგრძე ოცი წყრთა და სიგანეც ოცი წყრთა სასახლესთან და მითხრა: ეს არის წმიდათა წმიდა.
41:5გაზომა ტაძრის კედელი ექვსი წყრთა და გვერდითი სენაკები ირგვლივ ოთხი წყრთა, ტაძრის ირგვლივ.
41:6გვერდითი სენაკები ერთმანეთის ზემოთ იყო, სამ სართულად, თითო სართულში ოცდაათი; და მიუყვებოდა ტაძრის კედელს ირგვლივ, რომ ერთმანეთით ყოფილიყენენ გამაგრებული და ტაძრის კედელს არ დაყრდნობოდნენ.
41:7გვერდითი სენაკების სიგანე ფართოვდებოდა მაღლა და მაღლა ტაძრის გარშემო, რადგან ტაძარიც განივრდებოდა მაღლა და მაღლა, ისე რომ ქვედა სართულიდან ზედა სართულზე შუადან იყო ასასვლელი.
41:8დავინახე, სახლს ჰქონდა შემაღლებული ბაქანი ირგვლივ; გვერდითი სენაკების საძირკველი სრული ექვსი წყრთა ოყო.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 41:6
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 41
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 41 · გახსენი ბიბლიის მკითხველში