
ეზექიელი 41:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დავინახე, სახლს ჰქონდა შემაღლებული ბაქანი ირგვლივ; გვერდითი სენაკების საძირკველი სრული ექვსი წყრთა ოყო.
ეზექიელი 41:8 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 41:8 კონტექსტში
41:6გვერდითი სენაკები ერთმანეთის ზემოთ იყო, სამ სართულად, თითო სართულში ოცდაათი; და მიუყვებოდა ტაძრის კედელს ირგვლივ, რომ ერთმანეთით ყოფილიყენენ გამაგრებული და ტაძრის კედელს არ დაყრდნობოდნენ.
41:7გვერდითი სენაკების სიგანე ფართოვდებოდა მაღლა და მაღლა ტაძრის გარშემო, რადგან ტაძარიც განივრდებოდა მაღლა და მაღლა, ისე რომ ქვედა სართულიდან ზედა სართულზე შუადან იყო ასასვლელი.
41:8დავინახე, სახლს ჰქონდა შემაღლებული ბაქანი ირგვლივ; გვერდითი სენაკების საძირკველი სრული ექვსი წყრთა ოყო.
41:9სენაკების კედლის სიგანე გარეთა მხარეს იყო ხუთი წყრთა, ხოლო ცარიელი ადგილი სენაკებს შორის ტაძრის იყო.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 41:8
- ეზექიელი 40:5აჰა, კედელია ტაძრის გარეთ, მის ირგვლივ, და კაცს ლერწმის საზომი აქვს ხელში, ექვსწყრთიანი (წყრთა მტევნითურთ); გაზომა შენობის სიგანე და იყო ერთი ლერწამი და სიმაღლე - ერთი ლერწამი.
- გამოცხადება 21:16ხოლო ქალაქი ოთხკუთხედად ძევს, და მისი სიგრძე იგივეა, რაც სიგანე. გადაზომა ქალაქი ლერწმით თორმეტი ათას უტევანზე, და მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე ერთმანეთის ტოლნი აღმოჩნდნენ.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 41
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 41 · გახსენი ბიბლიის მკითხველში