
ეზექიელი 43:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
საკურთხეველის სიმაღლე ოთხი წყრთა; საკურთხევლიდან ზემოთ ოთხი რქა ამოდის.
ეზექიელი 43:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 43:15 კონტექსტში
43:13აი, სამსხვერპლოს ზომები წყრთებში (წყრთად ითვლება წყრთა ხელის მტევანთან ერთად): კვარცხლბეკი ერთი წყრთა და სიგანე ერთი წყრთა, ძგიდე მის კიდეზე ირგვლივ ერთი მტკაველი; ეს არის სამსხვერპლოს ზურგი.
43:14მიწაზე მდგარი კვარცხლბეკიდან ქვემო შვერილამდე ორი წყრთა და სიგანე ერთი წყრთა; მცირე შვერილიდან დიდ შვერილამდე ოთხი წყრთა, სიგანე ერთი წყრთა.
43:15საკურთხეველის სიმაღლე ოთხი წყრთა; საკურთხევლიდან ზემოთ ოთხი რქა ამოდის.
43:16საკურთხევლის სიგრძე თორმეგი წყრთაა, თორმეტი წყრთა სიგანე, ოთხკუთხედია თავის ოთხივე მხარეს.
43:17შვერილის სიმაღლე თოთხმეტი წყრთა, სიგანეც თოთხმეტი წყრთა მის ოთხივე მხარეს; ძგიდე მის ირგვლივ ნახევარი წყრთა, მისი კვარცხლბეკის ირგვლივ ერთი წყრთა; მისი საფეხურები აღმოსავლეთისკენაა.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 43:15
- გამოსვლა 27:2გაუკეთე რქები ოთხსავე კუთხეში; კუთხეებიდან უნდა ამოდიოდეს რქები. სპილენძით მოჭედე ისინი.
- ლევიანი 9:9მიუტანეს სისხლი შვილებმა აარონს, მან თითი ამოაწო სისხლში და სცხო სამსხვერპლოს რქებს. დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირას დაღვარა.
- ფსალმუნები 118:27ღმერთია უფალი და გაგვინათებს ჩვენ; მიაბით მსხვერპლი საბელით სამსხვერპლოს რქებზე.
- ესაია 29:1ვაი არიელს, არიელს, ქალაქს, დავითი სადაც დაბანაკდა! მიუმატე წელიწადს წელიწადი, ერთმანეთს მიჰყვეს დღესასწაულები.
- ესაია 29:2შევაჭირვებ არიელს, ატყდება ვაი და ვიში და არიელად შეიქნება ჩემთვის.
- ესაია 29:7სიზმარივით, ღამეულ ჩვენებასავით იქნება არიელზე გალაშქრებული დიდძალი ხალხი და ყველა, ვინც თავს ესხმის მას და მის ციხე-სიმაგრეებს, ვინც მას აჭირვებს.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 43
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 43 · გახსენი ბიბლიის მკითხველში