
ეზექიელი 43:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აიღე მისი სისხლიდან და ასხურე სამსხვერპლოს ოთხ რქას, შვერილის ოთხ მხარეს და ძგიდეს, ირგვლივ; ამით განწმედ ცოდვისგან და გაასუფთავებ მას.
ეზექიელი 43:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 43:20 კონტექსტში
43:18მითხრა: ადამის ძევ! ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს არის წესები სამსხვერპლოსი იმ დღისთვის, როცა გაკეთდება, აღსავლენის შესაწირად და მასზე სისხლის სასხურებლად.
43:19მიეცი ლევიან მღვდლებს, ცადოკის მოდგმისანი რომ არიან, ჩემთან დაახლოებულთ, ამბობს უფალი ღმერთი, ხბო ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლისთვის, რათა მემსახურონ.
43:20აიღე მისი სისხლიდან და ასხურე სამსხვერპლოს ოთხ რქას, შვერილის ოთხ მხარეს და ძგიდეს, ირგვლივ; ამით განწმედ ცოდვისგან და გაასუფთავებ მას.
43:21აიღე ხბო ცოდვის გამოსასყიდად და დაწვი იგი ტაძრის დათქმულ ადგილას, საწმიდარის გარეთ.
43:22მეორე დღეს შესწირე საღი თხა ცოდვის გამოსასყიდად; ამით განწმედ სამსხვერპლოს, როგორც ხბოთი განწმიდეს.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 43:20
- ლევიანი 16:19ასხურებს მას სისხლს თავისი თითით შვიდგზის, გაასუფთავებ!ა და გააწმიდავებს მას ისრაელიანთა უწმიდურობისგან.
- ლევიანი 8:15დაკლა იგი მოსემ, თითებით მოიღო მისი სისხლი და ირგვლივ სცხო სამსხვერპლოს რქებს და მოჰხოცა ცოდვა სამსხვერპლოს. დანარჩენი სისხლი კი დაღვარა სამსხვერპლოს ძირში და განწმიდა.
- ეზექიელი 43:26შვიდი დღის განმავლობაში შეასრულონ გამოსყიდვის წესი სამსხვერპლოსთან განწმიდონ ის და აუვსონ ხელი.
- ეზექიელი 43:22მეორე დღეს შესწირე საღი თხა ცოდვის გამოსასყიდად; ამით განწმედ სამსხვერპლოს, როგორც ხბოთი განწმიდეს.
- ლევიანი 9:9მიუტანეს სისხლი შვილებმა აარონს, მან თითი ამოაწო სისხლში და სცხო სამსხვერპლოს რქებს. დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირას დაღვარა.
- გამოსვლა 29:36ცოდვის კურატი შესწირე ყოველდღიურად მისატევებელ მსხვერპლთან ერთად, ცოდვებს ჩამორეცხავ სამსხვერპლოდან, როცა მიტევებას მიიღებ მასზე, და ზეთს სცხებ, რომ განათლო იგი.
- გამოსვლა 29:12აიღე კურატის სისხლი და სცხე თითებით სამსხვერპლოს რქებს, ხოლო დანარჩენი სისხლი სამსხვერპლოს ძირს დაღვარე.
- ლევიანი 4:30აიღოს მღვდელმა თითით სისხლი და სცხოს აღსავლენის სამსხეერპლოს რქებს; დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 43
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 43 · გახსენი ბიბლიის მკითხველში