
ეზექიელი 43:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აიღე ხბო ცოდვის გამოსასყიდად და დაწვი იგი ტაძრის დათქმულ ადგილას, საწმიდარის გარეთ.
ეზექიელი 43:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 43:21 კონტექსტში
43:19მიეცი ლევიან მღვდლებს, ცადოკის მოდგმისანი რომ არიან, ჩემთან დაახლოებულთ, ამბობს უფალი ღმერთი, ხბო ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლისთვის, რათა მემსახურონ.
43:20აიღე მისი სისხლიდან და ასხურე სამსხვერპლოს ოთხ რქას, შვერილის ოთხ მხარეს და ძგიდეს, ირგვლივ; ამით განწმედ ცოდვისგან და გაასუფთავებ მას.
43:21აიღე ხბო ცოდვის გამოსასყიდად და დაწვი იგი ტაძრის დათქმულ ადგილას, საწმიდარის გარეთ.
43:22მეორე დღეს შესწირე საღი თხა ცოდვის გამოსასყიდად; ამით განწმედ სამსხვერპლოს, როგორც ხბოთი განწმიდეს.
43:23როცა განწმედას მორჩები, შესწირე საღი ხბო და საღი ვერძი ფარიდან.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 43:21
- გამოსვლა 29:14კურატის ხორცი, მისი ტყავი და განავალი ცეცხლში დაწვი ბანაკის გარეთ, რადგან ცოდვის მსხვერპლია ეს.
- ლევიანი 4:12მთელი ხბო - გაიტანოს ბანაკის გარეთ სუფთა ადგილზე, სადაც ნაცარს ყრიან, და შეშაზე დაწვას ცეცხლში; ნაცარის დასაყრელზე უნდა დაიწვას.
- ლევიანი 8:17ხბო, მისი ტყავი, მისი ხორცი და მისი განავალი ცეცხლში დაწვა ბანაკის გარეთ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
- ებრაელთა მიმართ 13:11რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის.
- ებრაელთა მიმართ 13:12ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 43
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 43 · გახსენი ბიბლიის მკითხველში